ესაია 55:1—13

55  ჰეი, მწყურვალნო,+ მოდით წყალთან!+ უფულოებო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ!+ მოდით, უსასყიდლოდ+ და უფასოდ აიღეთ ღვინო+ და რძე!+  რატომ იხდით ფულს იმაში, რაც პური არ არის და რატომ შრომობთ იმისთვის, რაც არ აძღებს?+ ყურადღებით მომისმინეთ, ჭამეთ კარგი საჭმელი+ და ნეტარება პოვოს თქვენმა სულმა ნოყიერებაში!+  ყური მომაპყარით+ და მოდით ჩემთან!+ მისმინეთ და იცოცხლებთ*,+ და მეც მზადყოფნით დაგიდებთ მარადიულ შეთანხმებას+ დავითის მიმართ ერთგულებით გამოვლენილი მრავალი სიკეთის* შესაბამისად.+  აი, მოწმედ+ მივეცი+ იგი ერებს,+ წინამძღოლად+ და მეთაურად+ მივეცი ერებს.  აი, მოუხმობ ხალხს, რომელსაც არ იცნობ,+ შენკენ გამოიქცევიან ხალხიდან ისინი, ვინც არ გიცნობენ+ — იეჰოვასთვის, შენი ღვთის გულისთვის,+ ისრაელის წმინდისთვის,+ რადგან მისგან იქნები შემკობილი.+  ეძებეთ იეჰოვა, სანამ შეიძლება მისი პოვნა!+ მოუხმეთ მას, სანამ ახლოსაა!+  მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა,+ ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები.+ დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას,+ ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია.+  „თქვენი აზრები ჩემი აზრები არ არის,+ არც თქვენი გზებია ჩემი გზები,+ — ამბობს იეჰოვა. —  როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი,+ ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე+ და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე.+ 10  როგორც თოვლი და შხაპუნა წვიმა ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ გაჟღინთა მიწა, არ წარმოაქმნევინა და აღმოაცენებინა,+ რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს,+ 11  ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც.+ უშედეგოდ არ დამიბრუნდება,+ შეასრულებს იმას, რაც მსურს,+ და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.+ 12  სიხარულით წახვალთ+ და მშვიდობით შეგიყვანენ.+ მთები და გორები მხიარული შეძახილით გაიხარებენ+ თქვენ წინაშე, მინდვრის ხეები ტაშს შემოჰკრავენ.+ 13  ნარ-ეკლის ნაცვლად ღვია ამოვა,+ მსუსხავი ჭინჭრის ნაცვლად — მირტის ხე.+ ეს სახელს გაუთქვამს იეჰოვას+ და ეს იქნება მარადიულ ნიშნად,+ რომელიც არ მოიკვეთება“.

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
სიტყვასიტყვით — იცოცხლებს თქვენი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.