ესაია 56:1—12

56  აი რას ამბობს იეჰოვა: „დაიცავით სამართალი+ და სიმართლე აკეთეთ,+ რადგან ახლოს არის ჩემგან ხსნა+ და სადაცაა გაცხადდება ჩემი სიმართლე!+  ბედნიერია მოკვდავი ადამიანი, რომელიც ასე იქცევა+ და ადამიანის ძე, რომელიც ამას ეჭიდება,+ იცავს შაბათს, რომ არ შებღალოს ის,+ და ხელს აკავებს ბოროტის კეთებისგან.+  ნუ იტყვის უცხოელი, რომელიც იეჰოვას შეუერთდა,+ იეჰოვა უეჭველად გამომაცალკევებს თავისი ხალხიდანო,+ ნურც საჭურისი+ იტყვის, გამხმარი ხე ვარო“.  აი რას ეუბნება იეჰოვა საჭურისებს, ჩემი შაბათების დამცველებს, რომლებმაც აირჩიეს ის, რაც მე მსიამოვნებს+ და ჩაჭიდებულნი არიან ჩემს შეთანხმებას:+  „მივცემ მათ ჩემს სახლში+ და ჩემს კედლებს შორის ძეგლს+ და სახელს,+ რაც ვაჟებისა და ასულების ყოლას სჯობია.+ მივცემ მათ მარადიულ სახელს,+ რომელიც არ მოისპობა.+  უცხოელებს, რომლებიც შეუერთდნენ იეჰოვას, რათა ემსახურონ მას,+ უყვარდეთ იეჰოვას სახელი+ და გახდნენ მისი მსახურები, ყველას, ვინც იცავს შაბათს, რომ არ შებღალოს ის, და ეჭიდება ჩემს შეთანხმებას,+  მოვიყვან ჩემს წმინდა მთაზე+ და გავახარებ ჩემს სამლოცველო სახლში.+ მათი მთლიანად დასაწვავი შესაწირავი+ და მათი მსხვერპლი+ მისაღები იქნება ჩემს სამსხვერპლოზე.+ ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა“.+  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, რომელიც კრებს ისრაელის გაფანტულებს:+ „სხვებსაც შევკრებ მასთან შეკრებილებთან ერთად“.+  მოდით საჭმელად, ტრიალი მინდვრისა და ტყის გარეულო ცხოველებო!+ 10  მისი გუშაგები ბრმები არიან,+ ვერაფერს ამჩნევენ.+ ყველანი უტყვი ძაღლები არიან; არ შეუძლიათ ყეფა,+ ქშენენ, წვანან და უყვართ თვლემა.+ 11  ისინი ხარბი ძაღლები არიან,+ ვერ ძღებიან.+ ისინი მწყემსები არიან, რომლებსაც გაგება არა აქვთ.+ ყველამ თავ-თავის გზაზე გადაუხვია, უკანონო შემოსავლის მისაღებად თითოეული თავისი საზღვრიდან გადავიდა:+ 12  „მოდით! ღვინოს მოვიტან და იმდენი მათრობელი სასმელი დავლიოთ, რამდენსაც შევძლებთ!+ ხვალინდელი დღეც დღევანდელი დღის მსგავსი იქნება, ბევრად უკეთესიც კი“.+

სქოლიოები