ესაია 57:1—21

57  იღუპება მართალი,+ მაგრამ ეს გულთან არავის მიაქვს.+ კეთილი* ადამიანები მკვდრებს უერთდებიან+ და ვერავინ ხვდება, რომ მართალნი უბედურების გამო არიან წაყვანილნი.+  ის სიმშვიდეში შედის,+ თავის საწოლზე+ განისვენებს+ სწორად მავალი.+  «ახლოს მოდით,+ მისანი ქალის ვაჟებო,+ მრუშისა და მეძავის შთამომავლებო!+  ვის გამო ხარობთ?+ ვის წინააღმდეგ აღებთ ფართოდ პირს და ვის უყოფთ ენას?+ განა ცოდვის შვილები არა ხართ, სიცრუის თესლი?!+  განა თქვენ არ ხართ, ვნებებს რომ აღიძრავთ დიდ ხეებს+ შორის, ყოველი ფოთოლხშირი ხის+ ქვეშ, შვილებს რომ ხოცავთ ხევში, კლდეთა ნაპრალებში?!+  ხევის სიპ ქვებთან გქონდა წილი.+ ეს იყო შენი წილი.+ მათზე ღვრიდი დასაღვრელ შესაწირავს+ და მიგქონდა ძღვენი. განა ამით ვინუგეშებ თავს?!+  მაღალ და ამაღლებულ მთაზე დაიდგი საწოლი.+ იქ ადიოდი მსხვერპლის მისატანად.+  კარისა და წირთხლის უკან დადგი შენი სამახსოვრო ნიშანი.+ მე მიმატოვე, გაშიშვლდი და ზემოთ ახვედი, გაიფართოვე საწოლი.+ შენმა სურვილმა აღგძრა მათთან შეთანხმების დასადებად. მათი საწოლი შეიყვარე.+ მამაკაცის ასოს უყურებდი.  მელექთან ზეთით ჩადიოდი, უხვი ნელსაცხებლებით.+ შორს აგზავნიდი შენს დესპანებს და სამარემდე* დამდაბლდა შენი საქმეები.+ 10  ირჯებოდი შენს მრავალ გზაზე.+ არ გითქვამს, აზრი არა აქვსო! შენი ძალის აღდგენა შეძელი.+ ამიტომაც არ გამხდარხარ ავად.+ 11  ვისი შეგეშინდა და ვისი გეშინოდა,+ ტყუილების თქმა რომ დაიწყე?+ მე არ გახსოვდი.+ გულთან არაფერი მიგქონდა.+ განა ჩუმად არ ვიყავი და შენს საქმეებს არ ვფარავდი?!+ ამიტომაც არ გეშინოდა ჩემი.+ 12  ვილაპარაკებ შენს სიმართლეზე+ და შენს საქმეებზე,+ რომ ვერაფერს გარგებენ.+ 13  როცა შველას ითხოვ, ვერ დაგიხსნის შენი შეგროვებული ნივთები,+ ქარი წაიღებს ყველაფერს.+ ამონასუნთქი წაიღებს მათ, ხოლო ვინც მე შემაფარებს თავს,+ ქვეყანას დაიმკვიდრებს და ჩემს წმინდა მთას დაეუფლება.+ 14  იტყვიან: „გზა გაიყვანეთ, გზა გაიყვანეთ! გაწმინდეთ გზა!+ მოაცილეთ ყველანაირი დაბრკოლება ჩემი ხალხის გზიდან!“»+ 15  აი რას ამბობს ამაღლებული და აღმატებული,+ რომელიც მარადიულად მკვიდრობს+ და რომლის სახელიც წმინდაა:+ „სიმაღლეში და წმინდა ადგილას ვმკვიდრობ,+ დაჩაგრულებთან და თავმდაბლებთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სულები+ და გამოვაცოცხლო დაჩაგრულთა გულები.+ 16  მარადიულად არ ვიკამათებ, არც სამუდამოდ ვიქნები განრისხებული,+ რადგან ჩემ გამო დასუსტდება ადამიანის სული,+ დასუსტდებიან სულდგმულნი, მე რომ შევქმენი.+ 17  განმარისხა მისმა ცოდვილმა მისწრაფებამ+ უკანონო შემოსავლისკენ, დავკარი და განრისხებულმა დავფარე ჩემი სახე,+ ის კი კვლავ განდგომილივით+ დადიოდა თავისი გულის გზით. 18  მე დავინახე მისი გზები, შევუდექი მის განკურნებას,+ წავუძეხი,+ ვანუგეშე+ ის და მისი მგლოვიარეები“.+ 19  „მე ვქმნი ბაგეთა ნაყოფს.+ მუდმივი მშვიდობა ექნება შორს მყოფსა და ახლო მყოფს;+ მე განვკურნავ მას“,+ — ამბობს იეჰოვა. 20  „ბოროტები აღელვებული ზღვასავით არიან, რომელიც ვერ წყნარდება და რომლის წყლებიც ზღვის წყალმცენარეებსა და ტალახს ატივტივებს. 21  არ არის მშვიდობა ბოროტთათვის“,+ — ამბობს ჩემი ღმერთი.

სქოლიოები

იხილეთ 55:3-ის სქოლიო.
იხილეთ 5:14-ის სქოლიო.