ესაია 59:1—21
59 აი, იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა ისე, რომ ვერ იხსნას,+ არც ყური დამძიმებულა ისე, რომ ვერ მოისმინოს.+
2 თქვენმა დანაშაულმა დაგაშორათ თქვენს ღმერთს,+ თქვენი ცოდვების გამო დაფარა მან სახე თქვენგან, რომ არ მოგისმინოთ.+
3 ხელისგულები სისხლით გაქვთ დასვრილი+ და თითები — დანაშაულით.+ თქვენი ბაგეები სიცრუეს ლაპარაკობს, თქვენი ენა უმართლობას ბუტბუტებს.+
4 არავინ იმაღლებს ხმას სიმართლის დასაცავად+ და სასამართლოში მისულთაგან არავინ ამბობს ჭეშმარიტებას. არარაობის იმედი აქვთ+ და ფუჭად ლაპარაკობენ.+ გასაჭირი ჩაესახათ და სიავეს აჩენენ.+
5 შხამიანი გველის კვერცხებს აზიან გამოსაჩეკად და ობობის აბლაბუდას ქსოვენ.+ ვინც ამ კვერცხებს შეჭამს, მოკვდება, გატეხილი კვერცხიდან კი გველგესლა გამოიჩეკება.+
6 ტანსაცმლად ვერ გამოადგებათ თავიანთი აბლაბუდა და ვერც თავიანთი საქმეებით შეიმოსებიან.+ მათი საქმეები მავნე საქმეებია და მათ ხელში ძალადობაა.+
7 ფეხები ბოროტებისკენ გაურბით+ და უდანაშაულო სისხლის ღვრისკენ ისწრაფვიან.+ მათი ზრახვები ავი ზრახვებია,+ ძარცვა და დაქცევაა მათ გზებზე.+
8 უგულებელყვეს მშვიდობის გზა+ და არ არის სამართალი მათ ბილიკებზე.+ სავალი გაიმრუდეს.+ მათზე მავალთ არ ეცოდინებათ მშვიდობა.+
9 ამიტომ გაგვშორდა სამართალი და სიმართლე ვერ გვეწევა. სინათლეს მოველით, მაგრამ, აი, სიბნელეა; მოველით ნათელს, მაგრამ წყვდიადში დავდივართ.+
10 ბრმებივით ხელის ცეცებით მივუყვებით კედელს, ხელებს ვაცეცებთ მათსავით, ვისაც თვალები არა აქვთ.+ წავიბორძიკეთ შუადღისას, როგორც საღამოს ბინდში; ჯანმაგართა შორის მკვდრებივით ვართ.+
11 ყველანი დათვებივით ვღრიალებთ; მტრედებივით ნაღვლიანად ვღუღუნებთ.+ სიმართლეს მოველოდით,+ მაგრამ ამაოდ; მოველოდით ხსნას, მაგრამ შორს იყო ჩვენგან.+
12 გამრავლდა ჩვენი ურჩობა შენ წინაშე+ და ყოველი ჩვენი ცოდვა ჩვენ წინააღმდეგ მოწმობს.+ ჩვენთან არის ჩვენი ურჩობა და კარგად ვიცით ჩვენი დანაშაული.+
13 შევცოდეთ, უარვყავით იეჰოვა+ და დავშორდით ჩვენს ღმერთს; ჩაგვრასა და ურჩობაზე ვლაპარაკობდით,+ გულში სიცრუის სიტყვები გვქონდა ჩასახული და ამ სიტყვებს ვბუტბუტებდით.+
14 სამართალმა იძულებით დაიხია უკან+ და სიმართლე შორს იდგა.+ ჭეშმარიტებამ მოედანზე წაიბორძიკა, და ვერ მიდის იქ ის, რაც სწორია.+
15 აღარ არის ჭეშმარიტება,+ იძარცვება ბოროტებას განრიდებული კაცი.+
დაინახა იეჰოვამ, და ბოროტება იყო მის თვალში სამართლის არარსებობა.+
16 ვერავინ დაინახა და გაიკვირვა, რომ არავინ იყო შუამდგომელი.+ თავისმა მკლავმა იხსნა ის და თავისი სიმართლე მხარში ედგა მას.+
17 ჯავშანივით ჩაიცვა სიმართლე+ და ხსნის მუზარადი დაიფარა.+ შურისძიების სამოსით შეიმოსა+ და მოსასხამივით მოისხა მოშურნეობა.+
18 რისხვით მიუზღავს+ თავის მოწინააღმდეგეებს მათი საქმეებისამებრ, სათანადოდ მოეპყრობა თავის მტრებს.+ საკადრისად მიუზღავს კუნძულებს.+
19 მზის ჩასავლის მხარიდან შეეშინდებათ იეჰოვას სახელის,+ მზის ამოსავლის მხარიდან — მისი დიდების,+ რადგან მოვა ის უბედურების მომტანი მდინარესავით, რომელსაც იეჰოვას სული მოდენის.+
20 „მოუვა გამომსყიდველი+ სიონს+ და მათ, ვინც ცოდვას ზურგს აქცევს იაკობში“,+ — ამბობს იეჰოვა.
21 „ეს არის ჩემი შეთანხმება, რომელიც მათთან დავდე“,+ — ამბობს იეჰოვა.
„ჩემი სული, რომელიც შენზეა+ და ჩემი სიტყვები, რომლებიც პირში ჩაგიდე,+ არ მოშორდება არც შენს პირს, არც შენი შთამომავლების პირს და არც შენი შთამომავლების შთამომავალთა პირს, არც ახლა და არც მარადიულად“,+ — ამბობს იეჰოვა.