ესაია 6:1—13

6  მეფე უზიას სიკვდილის წელს+ ვიხილე დიდებულ და ამაღლებულ ტახტზე+ მჯდომი იეჰოვა;+ მისი სამოსის კალთები ავსებდა ტაძარს.+  სერაფიმები იდგნენ მის ზემოთ.+ თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა; ორით სახეს იფარავდა,+ ორით — ფეხებს, ორითაც დაფრინავდა.  ერთი მეორეს გასძახოდა: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი!+ დედამიწაზე ყველაფერი მის დიდებას ირეკლავს!“  შეირყა ზღურბლთა+ წირთხლები იმის ხმაზე, ვინც იძახდა, და ნელ-ნელა კვამლით აივსო სახლი.+  ვთქვი: „ვაიმე! დადუმებულივით ვარ, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ+ და ბაგეუწმინდურ ხალხში ვცხოვრობ.+ ჩემმა თვალებმა მეფე, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, იხილა!“+  მაშინ ერთ-ერთი სერაფიმი მოფრინდა ჩემთან, ხელში სამსხვერპლოდან+ მაშით აღებული გავარვარებული ნაკვერჩხალი+ ეჭირა.  ბაგეებზე დამადო+ და მითხრა: „აი, შეეხო ეს შენს ბაგეებს და ჩამოგშორდა დანაშაული და მოგეტევა ცოდვა“.+  გავიგონე იეჰოვას ხმა: „ვინ გავგზავნო, ვინ გაგვეგზავნება?“+ ვუთხარი: „მე წავალ! მე გამგზავნე!“+  მან კი მითხრა: „წადი და უთხარი ამ ხალხს: კვლავ ისმინეთ, მაგრამ ნუ გაიგებთ; კვლავ უყურეთ, მაგრამ ცოდნას ნუ შეიძენთ.+ 10  გაუუხეშე ამ ხალხს გული,+ უგრძნობი გახადე მათი ყური,+ თვალები დაუწებე, რათა თვალებით ვეღარ დაინახონ და ყურებით ვეღარ მოისმინონ, რათა გულით ვერ გაიგონ, არ მობრუნდნენ და არ განიკურნონ“.+ 11  მაშინ ვთქვი: „როდემდე იეჰოვა?“+ მან მიპასუხა: „სანამ ქალაქი ნანგრევებად არ იქცევა, რომ არავინ იცხოვროს იქ, რომ გაუკაცრიელდეს სახლები და მოისპოს მიწა;+ 12  იეჰოვა მოიშორებს ადამიანებს და გაუდაბურდება ქვეყნის შუაგული.+ 13  მეათედი დარჩება+ იქ, კიდევ ერთხელ გადაიბუგება ის. როგორც დიდი ხის ან უზარმაზარი ხის მოჭრის+ შემდეგ რჩება ჯირკი,+ ასევე იქნება წმინდა შთამომავალი მისი ჯირკი“.+

სქოლიოები