ესაია 61:1—11
61 უზენაესი უფლის, იეჰოვას სულია ჩემზე,+ რადგან იეჰოვამ მცხო+ თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად.+ მან გამომგზავნა გულგატეხილთათვის ჭრილობების შესახვევად,+ ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად+ და პატიმართათვის თვალების ფართოდ გასახელად,+
2 იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადისა+ და ჩვენი ღვთის შურისძიების დღის გამოსაცხადებლად,+ ყველა მგლოვიარის სანუგეშებლად,+
3 სიონზე მგლოვიარეთათვის ნაცრის+ ნაცვლად თავსაბურავის მისაცემად, გლოვის ნაცვლად სიხარულის ზეთის+ მისაცემად, დათრგუნული სულის+ ნაცვლად ქების მოსასხამის მისაცემად. სიმართლის დიდი ხეები+ ეწოდებათ მათ, იეჰოვას ნარგავი,+ მისივე შესამკობად რომ არის დარგული.+
4 აღადგენენ დიდი ხნის განადგურებულ ადგილებს,+ აღმართავენ ძველი დროის გაპარტახებულ ადგილებს,+ განაახლებენ განადგურებულ ქალაქებს,+ თაობიდან თაობაში გაპარტახებულ ადგილებს.
5 „ადგებიან უცხოები და დამწყემსავენ თქვენს ფარებს,+ უცხოელები+ იქნებიან თქვენი მიწათმოქმედები და მევენახეები.+
6 თქვენ კი იეჰოვას მღვდლები დაგერქმევათ,+ ჩვენი ღვთის მსახურები+ გეწოდებათ.+ შეჭამთ ხალხთა სიმდიდრეს+ და მათი დიდების გამო აღფრთოვანებულნი ილაპარაკებთ საკუთარ თავზე.+
7 შერცხვენის ნაცვლად ორმაგ წილს მიიღებს ჩემი ხალხი+ და დამცირების ნაცვლად სიხარულით იყიჟინებს თავისი წილის გამო.+ ორმაგ წილს მიიღებენ თავიანთ მიწაზე.+ მარადიული სიხარული ექნებათ.+
8 მე, იეჰოვას, მიყვარს სამართლიანობა+ და მძულს ძარცვა და უმართლობა.+ სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს+ და მარადიულ შეთანხმებას დავუდებ.+
9 მათი შთამომავლობა ცნობილი იქნება ერებს შორის,+ მათი მოდგმა — ხალხებს შორის. ყველა, ვინც მათ დაინახავს, მიხვდება,+ რომ იეჰოვას მიერ კურთხეული შთამომავლობა არიან“.+
10 გავიხარებ იეჰოვათი.+ გაიხარებს ჩემი სული ჩემი ღმერთით,+ რადგან შემმოსა მან ხსნის სამოსით,+ სამართლიანობის მოსასხამი მომასხა,+ როგორც ნეფეს, რომელიც მღვდელივით იხურავს თავსაბურავს,+ და როგორც პატარძალს, რომელიც სამკაულებით ირთვება.+
11 როგორც დედამიწა აღმოაცენებს ყლორტს და როგორც ბაღი აღმოაცენებს დათესილს,+ ასევე უზენაესი უფალი იეჰოვა აღმოაცენებს სიმართლეს+ და ქებას ხალხთა წინაშე.+