ესაია 63:1—19
63 ვინ არის ეს, ედომიდან+ რომ მოდის, მოელვარე ფერების ტანსაცმლით რომ მოდის ბოცრადან,+ ბრწყინვალე ტანსაცმლით შემოსილი, დიადი ძალით რომ მოაბიჯებს?
„ეს მე ვარ — სიმართლით მეტყველი,+ ხსნის დიდი ძალის მქონე“.+
2 რამ გაგიწითლა ტანსაცმელი? რატომ გიგავს სამოსი საწნახელში მწნეხელისას?+
3 „მე თვითონ ვწნეხდი საწნახელში+ და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ჩემი რისხვით ვწნეხდი+ და ჩემი მრისხანებით ვთელავდი მათ.+ თქრიალით მოსდიოდათ სისხლი, ესხურებოდა ჩემს სამოსს+ და სულ დამესვარა ტანსაცმელი.
4 გულში მაქვს შურისძიების დღე+ და დადგა ჩემ მიერ გამოსყიდულთა წელიწადი.
5 ვიყურებოდი, მაგრამ არავინ იყო დამხმარე; გავიკვირვე, მაგრამ მხარში არავინ ამომიდგა.+ ჩემივე მკლავმა მიხსნა+ და ჩემივე მრისხანება+ ამომიდგა მხარში.
6 ვთელავდი ხალხებს ჩემი რისხვით, ჩემი მრისხანებით დავათვრე+ ისინი და მიწაზე დავღვარე თქრიალით წამოსული მათი სისხლი“.+
7 ვაუწყებ იეჰოვას მრავალ სიკეთეს*,+ იეჰოვას ქებას, იმისათვის, რაც იეჰოვამ გაგვიკეთა,+ უსაზღვროდ კარგი რომ იყო ისრაელის სახლისთვის+ და წყალობასა+ და დიდ სიკეთეს რომ ავლენდა.
8 თქვა მან: „ეს ნამდვილად ჩემი ხალხია,+ ძეები, რომლებიც არ მიმტყუნებენ“.+ მათი მხსნელი გახდა იგი.+
9 მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო.+ მისმა საკუთარმა მაცნემ იხსნა ისინი.+ სიყვარულითა და თანაგრძნობით გამოისყიდა,+ აიყვანა და დაატარებდა მათ ძველ დროში.+
10 ისინი კი ეურჩნენ+ და გაანაწყენეს მისი წმინდა სული.+ ამიტომ მტრად ექცა მათ+ და მათ წინააღმდეგ იბრძოდა.+
11 გაიხსენეს ძველი დრო და მისი მსახური მოსე: „სად არის ის, ვინც ზღვიდან გამოიყვანა+ ისინი თავისი ფარის მწყემსებთან ერთად?+ სად არის ის, ვინც მას თავისი წმინდა სული მისცა,+
12 ვინც მოსეს მარჯვენა თავისი მშვენიერი მკლავით+ წარმართა, ვინც გაყო წყალი მათ წინ,+ რათა მარადიული სახელი დაემკვიდრებინა,+
13 ვინც ატარებდა მათ ზვირთებში ისე, რომ ისინი არ წაბორძიკებულან, როგორც ცხენი არ წაიბორძიკებს უდაბნოში?+
14 როგორც ცხოველი ეშვება ველზე, ასევე დაასვენა ისინი იეჰოვას სულმა“.+
მიუძღოდი შენს ხალხს, რომ საუცხოო სახელი შეგექმნა შენთვის.+
15 გადმოიხედე ციდან+ და იხილე შენი სიწმინდისა და სილამაზის ამაღლებული სამყოფლიდან!+ სად არის შენი მოშურნეობა+ და მთელი ძლევამოსილება, შენი შიგნეულის აფორიაქება+ და შენი წყალობა?+ აღარ ვლინდება ისინი ჩემ მიმართ.+
16 შენ ჩვენი მამა ხარ!+ თუმცა შეიძლება აბრაამსაც არ ვცნობებოდით და ისრაელსაც არ ვეცანით, შენ, იეჰოვა, ჩვენი მამა ხარ! ძველი დროიდან „ჩვენი გამომსყიდველი“ არის შენი სახელი.+
17 რატომ გვახეტიალებ, იეჰოვა, შენი გზებიდან? რატომ გვიქვავებ გულს, რათა არ გვეშინოდეს შენი?+ დაბრუნდი შენი მსახურების გულისთვის, შენი სამკვიდროს ტომების გულისთვის.+
18 სულ ცოტა ხნით ჰქონდა შენს წმინდა ხალხს+ საკუთრება. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გათელეს შენი საწმინდარი.+
19 დიდი ხანია, რაც არ მმართველობ ჩვენზე და არ ვიწოდებით შენი სახელით.+
სქოლიოები
^ იხილეთ 55:3-ის სქოლიო.