ესაია 66:1—24

66  აი რას ამბობს იეჰოვა: „ზეცა ჩემი ტახტია+ და დედამიწა ჩემი ფეხსადგამი.+ სად არის სახლი, რომელსაც ამიშენებთ+ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?“+  „ეს ყოველივე ჩემმა ხელმა შექმნა,+ ასე გაჩნდა ეს ყოველივე, — ამბობს იეჰოვა. — შევხედავ მას, ვინც დაჩაგრულია, სულდამწუხრებულია+ და ჩემს სიტყვაზე თრთის.+  რაღა ხარის დამკვლელი და რაღა კაცისმკვლელი,+ რაღა ცხვრის შემწირველი და რაღა ძაღლისთვის კისრის გადამმტვრეველი,+ რაღა ძღვნის მომტანი და რაღა ღორის სისხლის შემწირველი!+ რაღა გუნდრუკის სამახსოვროდ შემწირველი+ და რაღა კურთხევის ჯადოქრული სიტყვებით წარმომთქმელი!+ თავად აირჩიეს თავიანთი გზა და მათ სულს სისაძაგლეები სიამოვნებს.+  მეც სასტიკად მოვეპყრობი მათ.+ იმას მოვაწევ, რაც აშინებთ,+ რადგან ვუხმობდი და არავინ მპასუხობდა, ველაპარაკებოდი და არავინ მისმენდა.+ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და იმას ირჩევდნენ, რაც არ მომწონდა“.+  ისმინეთ იეჰოვას სიტყვა თქვენ, ვინც თრთით მის სიტყვაზე:+ „თქვენმა ძმებმა, რომლებსაც სძულხართ,+ რომლებიც თავიდან გიშორებენ ჩემი სახელის გამო,+ თქვეს, განდიდდესო იეჰოვა!+ ის გამოჩნდება და თქვენ გაიხარებთ,+ ისინი კი შერცხვებიან“.+  ხმაური ისმის ქალაქიდან, ხმა ისმის ტაძრიდან!+ ეს იეჰოვას ხმაა! ის საკადრისად მიუზღავს თავის მტრებს.+  სანამ მშობიარობის ტკივილები დაეწყებოდა, გააჩინა.+ სანამ ასტკივდებოდა, ვაჟი შეეძინა.+  ვის სმენია მსგავსი რამ?!+ ვის უნახავს ასეთი რამ?!+ თუ გაჩენილა ერთ დღეში+ ქვეყანა+ მშობიარობის ტკივილებით?! თუ დაბადებულა ერი+ ერთიანად?!+ მშობიარობის ტკივილები დაეწყო სიონს და ვაჟები გააჩინა.  „თუ საშვილოსნოს გავაღებ, განა არ ვამშობიარებ?!“+ — ამბობს იეჰოვა. „თუ დავაწყებინებ მშობიარობას, განა დავკეტავ საშვილოსნოს?!“ — ამბობს შენი ღმერთი. 10  იხარეთ და იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად+ თქვენ, ვისაც გიყვართ ის!+ დიდად იმხიარულეთ მასთან ერთად, მასზე მგლოვიარენო,+ 11  რადგან მოწოვთ მისი სრული ნუგეშის ძუძუს და გაძღებით, რადგან მისი დიდების ძუძუსთავიდან მოწრუპავთ და ნეტარებას პოვებთ.+ 12  აი რას ამბობს იეჰოვა: „მდინარესავით მივაწვდენ მას მშვიდობას+ და წამლეკავი მდინარესავით — ხალხთა დიდებას,+ და თქვენ მოწოვთ.+ ფერდზე შესმულს გატარებენ, მუხლებზე დაგისვამენ და მოგეფერებიან.+ 13  როგორც კაცს ანუგეშებს დედა, მეც ისე განუგეშებთ.+ იერუსალიმის გამო ნუგეშცემულნი იქნებით.+ 14  დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული,+ თქვენი ძვლები+ ქორფა ბალახივით სიცოცხლით აივსება.+ იეჰოვას ხელი ცნობილი გახდება მისი მსახურებისთვის+ და ის შერისხავს თავის მტრებს“.+ 15  „აი, იეჰოვა მოდის ცეცხლივით,+ ქარიშხალს ჰგვანან მისი ეტლები;+ მოდის, რათა რისხვითა და მრისხანებით გადაუხადოს მათ სამაგიერო და ცეცხლის ალით გაკიცხოს ისინი.+ 16  ცეცხლივით შეედავება იეჰოვა თავისი მახვილით+ ყველა ხორციელს. მრავალი იქნება იეჰოვას მიერ დახოცილი.+ 17  მათ, ვინც წმინდავდება და სუფთავდება ბაღებში,+ შუაში მდგარის უკან, ვინც ღორის ხორცს,+ საზიზღრობასა და მხტუნავ მღრღნელსაც კი ჭამს+ — ყველას ერთიანად მოეღება ბოლო, — ამბობს იეჰოვა. — 18  რაკი ვიცი მათი საქმეები+ და მათი აზრები,+ მოვდივარ ყველა ხალხისა და ენის შესაკრებად.+ მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას“.+ 19  „მათ შორის აღვმართავ ნიშანს+ და გადარჩენილთაგან ზოგიერთს გავგზავნი ხალხებთან:+ თარშიშში,+ ფულში, ლუდში,+ მშვილდის მომზიდველებთან, თუბალში და იავანში,+ შორეულ კუნძულებზე,+ რომლებსაც არ სმენიათ ჩემ შესახებ და არ უნახავთ ჩემი დიდება.+ ჩემს დიდებაზე ილაპარაკებენ ხალხებში.+ 20  ისინი ძღვნად მოუყვანენ იეჰოვას+ თქვენს ძმებს ყველა ხალხიდან+ ცხენებით, ეტლებით, ჩარდახიანი ურმებით, ჯორებითა და სწრაფი აქლემებით+ ჩემს წმინდა მთაზე,+ იერუსალიმში, როგორც ისრაელის ძეებს მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლით იეჰოვას სახლში“, — ამბობს იეჰოვა.+ 21  „მათგან ზოგიერთს მღვდლად და ლევიანად ავიყვან“, — ამბობს იეჰოვა. 22  „როგორც ახალი ცა+ და ახალი დედამიწა,+ რომლებსაც ვქმნი, იდგება ჩემ წინაშე,+ ასევე იდგება თქვენი შთამომავლობა+ და თქვენი სახელი“,+ — ამბობს იეჰოვა. 23  „ახალმთვარობიდან ახალმთვარობამდე და შაბათიდან შაბათამდე ყოველი ხორციელი მოვა, რომ მდაბლად თაყვანი მცეს,+ — ამბობს იეჰოვა. — 24  გავლენ და შეხედავენ იმ ადამიანთა გვამებს, რომლებიც მცოდავდნენ.+ მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება.+ სისაძაგლედ იქცევიან ყოველი ხორციელისთვის“.+

სქოლიოები