ესაია 8:1—22
8 მითხრა იეჰოვამ: „აიღე შენთვის დიდი ფილა+ და დააწერე მოკვდავი კაცის კალმით: მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი*.
2 დაამოწმონ+ ჩემთვის ეს ერთგულმა მოწმეებმა+ — ურია მღვდელმა+ და ზაქარიამ, იებერექიას ძემ“.
3 დავწექი წინასწარმეტყველ ქალთან და დაორსულდა იგი. გავიდა დრო და შეეძინა ვაჟი.+ მაშინ მითხრა იეჰოვამ: «დაარქვი მას მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი,
4 რადგან სანამ ბავშვი იტყვის:+ „მამა!“ და „დედა!“ დამასკოს სიმდიდრესა და ნადავლს სამარიიდან ასურეთის მეფის თანდასწრებით წაიღებენ».+
5 კვლავ მელაპარაკა იეჰოვა:
6 „რაკი ამ ხალხმა უარყო+ შილოახის* მოწანწკარე წყლები+ და ხარობენ+ რეცინითა და რემალიას ძით,+
7 ამიტომ, მიაქცევს იეჰოვა მათ წინააღმდეგ+ მდინარის* ძლიერ და უხვ წყალს+ — ასურეთის მეფესა+ და მთელ მის დიდებას.+ ის დაფარავს ყველა მის კალაპოტსა და ნაპირს
8 და გაივლის იუდაზე. ის დატბორავს და გადაუვლის მას,+ კისრამდე მისწვდება.+ მისი გაშლილი ფრთები+ მთელ სიგანეზე დაფარავს შენს ქვეყანას, ემანუელ*!“+
9 ავნეთ მათ, ხალხნო, და გაცამტვერდით. ყური დაუგდეთ ამას, დედამიწის შორეული მხარეების მკვიდრნო!+ სარტყელი შემოირტყით+ და გაცამტვერდით!+ სარტყელი შემოირტყით და გაცამტვერდით!
10 დასახეთ გეგმა! ჩაგეშლებათ.+ სიტყვა თქვით! არ შესრულდება, რადგან ღმერთი ჩვენთანაა.+
11 ამ ხალხის გზიდან რომ მოვებრუნებინე, იეჰოვამ თავისი ხელის სიძლიერით მითხრა:
12 „ნუ იტყვით: შეთქმულებააო იმაზე, რაზეც ხალხი იძახის, შეთქმულებააო.+ ნუ შეგაშინებთ ის, რისიც მათ ეშინიათ, და ნუ აკანკალდებით.+
13 ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას უნდა მიიჩნევდეთ წმინდად,+ მისი უნდა გეშინოდეთ+ და მის წინაშე უნდა ძრწოდეთ“.+
14 ის იქნება წმინდა ადგილივით.+ ის იქნება ფეხის წამოსაკრავი ქვასავით და დაბრკოლების კლდესავით+ ისრაელის ორივე სახლისთვის, ხაფანგივით და მახესავით — იერუსალიმის მკვიდრთათვის.+
15 ბევრი მათგანი დაბრკოლდება, დაეცემა და დაიმტვრევა, მახეში გაებმება და დაჭერილი იქნება.+
16 დაგრაგნე მოწმობა+ და ჩემი მოწაფეების თანდასწრებით ბეჭედი დაასვი კანონს!+
17 დაველოდები იეჰოვას,+ რომელიც სახეს მალავს იაკობის სახლისგან,+ და მასზე დავამყარებ იმედს.+
18 აი მე და შვილები, რომლებიც იეჰოვამ მომცა,+ ნიშნებად+ და სასწაულებად ვართ ისრაელში ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასაგან, რომელიც სიონის მთაზე მკვიდრობს.+
19 თუ გეტყვიან: მიმართეთ სულების გამომძახებლებს+ ან მათ, ვისაც მკითხაობის სული აქვთ+ და ვინც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენო, განა თავის ღმერთს არ უნდა მიმართავდეს ხალხი?!+ განა ცოცხლებისთვის მკვდრებს უნდა მიმართავდნენ?!+
20 კანონსა და მოწმობას მიმართეთ!+
ისინი ილაპარაკებენ ამ განაცხადის მიხედვით,+ მაგრამ განთიადის ნათელი არ ექნებათ.+
21 ამ მიწაზე ყოველი გამვლელი გაწვალებული და მშიერი იქნება.+ შიმშილისა და სიბრაზის გამო დასწყევლის თავის მეფესა და თავის ღმერთს+ და მაღლა დაიწყებს ყურებას.
22 დახედავს მიწას და, აი, გაჭირვება, სიბნელე+ და ბინდი, მძიმე დრო და წყვდიადი, არანაირი სინათლე.+
სქოლიოები
^ ნიშნავს: იჩქარე, ნადავლო (ან სწრაფვა ნადავლისკენ)! ის გასაძარცვად მივარდა!
^ შილოახი იყო არხი.
^ ანუ ევფრატის.
^ იხილეთ 7:14-ის სქოლიო.