ესთერი 10:1—3
10 მეფე ახაშვეროშმა დაიმონა+ ქვეყნები და ზღვის კუნძულები.+
2 მისი დიდებული საქმეები, მისი ძლევამოსილება და ზუსტი მონათხრობი მორდოქაის+ სიდიადის შესახებ, თუ როგორ განადიდა+ მეფემ, მიდიისა და სპარსეთის+ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+
3 იუდეველი მორდოქაი მეორე+ კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ. ის დიდებული იყო იუდეველთა შორის, დაფასებული თავის მრავალრიცხოვან ძმათა მიერ. ის თავისი ხალხის სასიკეთოდ მოქმედებდა და მათ შთამომავლობას მშვიდობას აუწყებდა.+