ესთერი 2:1—23
2 ამ ამბების შემდეგ, როცა დაცხრა მეფე ახაშვეროშის+ რისხვა, გაახსენდა მას ვაშთი,+ მისი საქციელი+ და მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება.+
2 თქვეს მეფის მხლებლებმა, მისმა მსახურებმა:+ „მოძებნონ+ მეფისთვის ლამაზი ახალგაზრდა ქალწულები;+
3 დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში+ და შეკრიბონ მათ ლამაზი ახალგაზრდა ქალწულები შუშანის ციხე-დარბაზში,+ ქალთა სახლში, რომელიც მეფის საჭურისს,+ ქალთა მცველ ჰეგაის+ აბარია; და დაუზილონ მათ სხეული.
4 ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, ვაშთის მაგივრად გახდება დედოფალი“.+ მოეწონა ეს სიტყვა მეფეს და ასეც მოიქცა.
5 შუშანის ციხე-დარბაზში+ იყო ერთი იუდეველი კაცი, სახელად მორდოქაი,+ ბენიამინელი+ კიშის ვაჟის, შიმეის ვაჟის იაირის ვაჟი,
6 რომელიც იერუსალიმიდან იყო გადასახლებული+ სხვა ხალხთან და იუდას მეფე იექონიასთან+ ერთად ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის+ მიერ.
7 ის პატრონობდა+ ჰადასას, იგივე ესთერს, მამამისის ძმის ასულს,+ რადგან მას არც დედა ჰყავდა და არც მამა. ახალგაზრდა ქალი ტანადი და ლამაზი შესახედავი იყო;+ დედ-მამის სიკვდილის შემდეგ მორდოქაიმ იშვილა ის.
8 როცა მეფის სიტყვა და მისი კანონი მოისმინეს, ბევრი ახალგაზრდა ქალი შეკრიბეს შუშანის+ ციხე-დარბაზში და ჩააბარეს ჰეგაის,+ მაშინ ესთერიც მიიყვანეს მეფის სასახლეში და ჩააბარეს ჰეგაის, ქალთა მცველს.
9 მას თვალში მოუვიდა ეს ახალგაზრდა ქალი, კეთილად*+ განეწყო მის მიმართ და დაუყოვნებლივ ბრძანა, რომ დაეზილათ მისთვის სხეული,+ მიეცათ განსაკუთრებული საკვები და მიეჩინათ მისთვის შვიდი რჩეული ახალგაზრდა ქალი მეფის სასახლიდან. მან ახალგაზრდა ქალებთან ერთად ის ქალთა სახლის საუკეთესო ნაწილში გადაიყვანა.
10 ესთერს არ გაუმჟღავნებია თავისი ხალხისა+ და ნათესავების ვინაობა, რადგან მორდოქაის ჰქონდა ნაბრძანები მისთვის, რომ არ ეთქვა.+
11 ყოველდღე მიმოდიოდა მორდოქაი ქალთა სახლის ეზოს წინ, რომ გაეგო, როგორ იყო ესთერი და რა ხდებოდა მის თავს.
12 როცა ახალგაზრდა ქალთაგან ვინმეს მეფე ახაშვეროშთან მისვლის ჯერი დაუდგებოდა მას შემდეგ, რაც მას თორმეტი თვის განმავლობაში ქალებისთვის დადგენილი წესისამებრ უვლიდნენ (რადგან ამდენი დრო სჭირდებოდა მათი სხეულების დაზელას: ექვსი თვე — სმირნის ზეთით+ და ექვსი თვე — ბალზამით,+ გარდა ქალებისთვის განკუთვნილი ჩვეული დაზელისა),
13 მაშინ შედიოდა ახალგაზრდა ქალი მეფესთან. რაც არ უნდა ეთხოვა, ატანდნენ მას ქალთა სახლიდან მეფის სასახლეში წასაღებად.+
14 საღამოს შედიოდა ის, დილით კი ბრუნდებოდა ქალთა მეორე სახლში, რომელიც მეფის საჭურისს, ხარჭების მცველ შააშგაზს ჰქონდა ჩაბარებული.+ ის აღარ შევიდოდა მეფესთან, თუ მეფე არ ისურვებდა და სახელით არ მოუხმობდა.+
15 დადგა ესთერის, მორდოქაის ბიძის, აბიხაილის ასულის — მორდოქაის რომ ჰყავდა ნაშვილები+ — შესვლის ჯერი მეფესთან და მას არაფერი უთხოვია+ გარდა იმისა, რაც ქალთა მცველმა ჰეგაიმ,+ მეფის საჭურისმა, ურჩია (მთელი ამ ხნის განმავლობაში ესთერს ყველა კარგი თვალით უყურებდა).+
16 მიიყვანეს ესთერი მეფე ახაშვეროშთან მის სამეფო სასახლეში მეათე ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.+
17 მეფეს სხვა ქალებზე მეტად შეუყვარდა ესთერი, მან სხვა ქალწულებზე მეტად დაიმსახურა კეთილგანწყობა და მეტი სიკეთე პოვა მის წინაშე.+ მეფემ სამეფო თავსაბურავი დაახურა მას თავზე და ვაშთის მაგივრად დასვა დედოფლად.+
18 მეფემ დიდი ნადიმი გაუმართა თავის მთავრებსა და მსახურებს ესთერის გამო. მან გარკვეული ვალდებულებებისგან გაათავისუფლა+ სამთავროები და მეფური საჩუქრები გასცა.
19 იმ დროს, როცა მეორედ შეკრიბეს ქალწულები,+ მორდოქაი მეფის კარიბჭესთან იჯდა.+
20 ესთერს არ გაუმხელია თავისი ნათესავებისა და ხალხის ვინაობა,+ როგორც მორდოქაის+ ჰქონდა ნაბრძანები მისთვის;+ ესთერი ისევე ემორჩილებოდა მორდოქაის სიტყვას, როგორც მაშინ, როცა მისი მეურვეობის ქვეშ იყო.+
21 იმ დროს, როცა მორდოქაი მეფის კარიბჭესთან იჯდა, ბიგთანი და თერეში, კარისკაცები, კარის მცველები, განრისხდნენ და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვის შესაძლებლობას ეძებდნენ.+
22 შეიტყო ეს ამბავი მორდოქაიმ და მაშინვე აცნობა დედოფალ ესთერს,+ ესთერი კი მორდოქაის სახელით დაელაპარაკა მეფეს.+
23 გამოიძიეს ეს საქმე და გაარკვიეს, ორივე მათგანი ძელზე+ ჩამოკიდეს;+ ამის შემდეგ ეს ამბავი მეფის წინაშე ჩაიწერა მატიანეში.+
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.