ესთერი 3:1—15
3 ამ ამბების შემდეგ მეფე ახაშვეროშმა განადიდა ჰამანი,+ აგაგელი+ ჰამედათას ვაჟი, აღაზევა ის+ და თავის სხვა მთავრებზე მაღლა დაუდგა ტახტი.+
2 მეფის ყველა მსახური, რომლებიც მეფის კარიბჭესთან+ იყვნენ, მდაბლად თაყვანს სცემდნენ ჰამანს და ემხობოდნენ მის წინაშე, რადგან ასე ჰქონდა მეფეს ნაბრძანები, მორდოქაი კი არც თაყვანს სცემდა მას და არც ემხობოდა მის წინაშე.+
3 მეფის კარიბჭესთან მყოფი მეფის მსახურები ეუბნებოდნენ მორდოქაის, რატომ არღვევო მეფის ბრძანებას?!+
4 რაკი ყოველდღე ეუბნებოდნენ ამას და ის არ უსმენდა მათ, შეატყობინეს ჰამანს, რათა ენახათ, კვლავ თავისაზე იდგებოდა თუ არა მორდოქაი;+ რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდეველი იყო.+
5 ხედავდა ჰამანი, რომ მორდოქაი თაყვანს არ სცემდა მას და არ ემხობოდა მის წინაშე,+ და რისხვით აივსო ჰამანი.+
6 თუმცა იუკადრისა მხოლოდ მორდოქაიზე ხელის აღმართვა, რაკი ნათქვამი ჰქონდათ მისთვის, რომელი ხალხიდან იყო მორდოქაი. შესაძლებლობას ეძებდა ჰამანი ახაშვეროშის მთელ სამეფოში ყველა იუდეველის, მორდოქაის ხალხის+ მოსასპობად.+
7 მეფე ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს,+ პირველ თვეს,+ ანუ ნისანის თვეში, ფურს+ ანუ წილს+ ყრიდნენ ჰამანის წინაშე დღეებსა და თვეებზე, და წილი მეთორმეტე თვეს, ადარს,+ ხვდა.
8 უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: „არის ხალხი, რომელიც გაფანტულია ხალხებში+ და გამოცალკევებულია სხვა ხალხებისგან შენი სამეფოს ყველა სამთავროში;+ მათი კანონები ყველა სხვა ხალხის კანონებისგან განსხვავდება, ისინი არც მეფის კანონებს ასრულებენ;+ არ მართებს მეფეს მათი თავის ნებაზე მიშვება.
9 თუ მეფე ინებებს, დაიწეროს ბრძანება მათი განადგურების შესახებ; მე მივიტან ათი ათას ვერცხლის+ ტალანტს სამეფო საგანძურში ამ საქმის+ შემსრულებელთათვის“.
10 წაიძრო მეფემ ხელიდან ბეჭედი+ და მისცა ჰამანს,+ აგაგელი+ ჰამედათას ძეს, იუდეველთა მტერს,+
11 და უთხრა მეფემ ჰამანს: „ვერცხლიც+ გეძლევა და ხალხიც, მოექეცი მათ, როგორც გენებოს!“+
12 პირველი თვის მეცამეტე დღეს მოუხმეს მეფის მწერლებს+ და ყველაფერი ისე დაიწერა,+ როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს, სხვადასხვა სამთავროს გამგებლებს+ და თითოეულ სამთავროში მცხოვრები ხალხის მთავრებს, ყველას თავისი დამწერლობისამებრ+ და ყველა ხალხს თავის ენაზე; ყველაფერი მეფე ახაშვეროშის სახელით+ დაიწერა და მეფის ბეჭდით დაიბეჭდა.+
13 შიკრიკების+ ხელით დაგზავნეს წერილები სამეფოს ყველა სამთავროში, რომ ერთ დღეს,+ მეთორმეტე თვის ანუ ადარის მეცამეტე დღეს მოესპოთ,+ დაეხოცათ და გაენადგურებინათ ყველა იუდეველი, ჭაბუკი თუ მოხუცი, ქალი თუ ბავშვი და დაეტაცებინათ მათი ქონება.+
14 ასლი ამ წერილობითი ბრძანებისა, რომელიც ყველა სამთავროში+ კანონად+ უნდა გამოცხადებულიყო, წაუკითხეს ყველა ხალხს, რათა მზად ყოფილიყვნენ იმ დღისთვის.
15 შიკრიკები სწრაფად გაეშურნენ მეფის სიტყვისამებრ;+ ამასობაში კანონი შუშანის+ ციხე-დარბაზშიც გამოცხადდა. დასხდნენ მეფე და ჰამანი, დაიწყეს სმა,+ ქალაქი შუშანი+ კი მღელვარებამ მოიცვა.+