ესთერი 5:1—14
5 მესამე დღეს+ გამოეწყო ესთერი სამეფო სამოსელში+ და დადგა მეფის სასახლის წინ, მეფის სასახლის შიდა ეზოში,+ მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სასახლეში, სასახლის შესასვლელის წინ.
2 როგორც კი მეფემ ეზოში მდგომი დედოფალი ესთერი დაინახა, წყალობა პოვა+ მან მის თვალში და გაიშვირა ესთერისკენ ოქროს კვერთხი,+ ხელში რომ ეჭირა. ესთერიც მიუახლოვდა და კვერთხის წვერს შეეხო.
3 ჰკითხა მეფემ მას: „რა მოხდა, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს?+ ნახევარი სამეფოც+ რომ მთხოვო, მოგცემ!“
4 ესთერმა მიუგო: „თუ ისურვებს მეფე, მობრძანდეს დღეს მეფე ჰამანთან+ ერთად ნადიმზე,+ რომელიც მოვუმზადე მას“.
5 თქვა მეფემ: „დააჩქარეთ ჰამანი,+ რომ შეასრულოს ესთერის სიტყვა!“ მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც ესთერმა გამართა.
6 ღვინის სმის დროს უთხრა მეფემ ესთერს: „რა სათხოვარი გაქვს?+ შეგისრულდება! რა თხოვნა გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“
7 მაშინ ესთერმა მიუგო: „აი ჩემი სათხოვარი და თხოვნა:
8 თუ წყალობა მიპოვნია მეფის თვალში+ და თუ მეფე ინებებს ჩემი ხვეწნისა და თხოვნის შესრულებას, მოვიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელსაც ხვალ გავმართავ მათთვის, და ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ“.+
9 იმ დღეს გახარებული და გულმხიარული+ წავიდა ჰამანი იქიდან, მაგრამ როგორც კი თვალი მოჰკრა ჰამანმა მეფის კარიბჭესთან+ მორდოქაის, რომელიც არც ამდგარა+ და არც მის წინაშე აკანკალებულა,+ რისხვით აივსო+ მორდოქაიზე.
10 თუმცა თავი შეიკავა ჰამანმა და სახლში წავიდა, დაიბარა თავისი მეგობრები და ზერეში,+ თავისი ცოლი.
11 უყვებოდა მათ თავის დიდებულ სიმდიდრეზე,+ თავის მრავალ ვაჟზე+ და ყველაფერზე, რითაც მეფემ განადიდა ის, და რომ აღაზევა თავის მთავრებსა და მსახურებზე მეტად.+
12 თქვა ჰამანმა: „თანაც დედოფალ ესთერს მეფესთან ერთად ჩემ გარდა არავინ მიუწვევია ნადიმზე,+ ხვალაც+ მასთან ვარ დაპატიჟებული მეფესთან ერთად.
13 მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად მიღირს, ვიდრე ვხედავ იუდეველ მორდოქაის, მეფის კარიბჭესთან მჯდომს“.
14 უთხრეს მას მისმა ცოლმა, ზერეშმა, და მისმა მეგობრებმა: „გააკეთონ ძელი,+ სიმაღლით ორმოცდაათი წყრთა. დილით+ უთხარი მეფეს, რომ მასზე ჩამოკიდონ მორდოქაი,+ მერე კი მხიარული წადი მეფესთან ერთად ნადიმზე“. მოეწონა ეს აზრი+ ჰამანს და გაამზადებინა ძელი.+