ესთერი 6:1—14

6  ღამით ძილი გაუკრთა მეფეს,+ ამიტომ ბრძანა, რომ მოეტანათ მისთვის იმ დღეთა მატიანე.+ როცა უკითხავდნენ მას მეფეს,  აღმოაჩინეს ჩანაწერი, თუ რა შეატყობინა მორდოქაიმ+ ბიგთანასა და თერეშზე, კარისკაცებზე,+ კარის მცველებზე, რომლებიც მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვის შესაძლებლობას ეძებდნენ.  მაშინ იკითხა მეფემ: „რა პატივი მიაგეს მორდოქაის ამისთვის და როგორ განადიდეს?“ რაზეც მეფის მხლებლებმა, მისმა მსახურებმა მიუგეს, არაფერი გაუკეთებიათო მისთვის.+  იკითხა მეფემ: „ვინ არის ეზოში?“ მეფის სასახლის გარეთა ეზოში+ ჰამანი იყო მოსული მეფისთვის იმის სათქმელად, რომ მორდოქაი ჩამოეკიდათ ძელზე,+ რომელიც მისთვის ჰქონდა გამზადებული.  მოახსენეს მეფეს მისმა მხლებლებმა: „აი ჰამანი+ დგას ეზოში“. თქვა მეფემ: „შემოვიდეს!“  შევიდა ჰამანი და ჰკითხა მას მეფემ: „რა უნდა გაუკეთონ კაცს, რომლის პატივისცემაც მეფეს სურს?“+ ჰამანმა გულში გაიფიქრა: „ვისთვის ენდომება მეფეს პატივის მიგება, თუ არა ჩემთვის?!“+  მიუგო ჰამანმა მეფეს: „იმ კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს,  მიართვან სამეფო სამოსელი,+ რომლითაც მეფე იმოსება, და ცხენი, რომელზეც მეფე ჯდება+ და რომელსაც თავი სამეფო მოსართავით აქვს მორთული.  ჩააბარონ სამოსელი და ცხენი მეფის ერთ-ერთ წარჩინებულ მთავარს,+ შემოსონ ეს კაცი, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს, მოატარონ ცხენით ქალაქის+ მოედანი+ და იძახონ მის წინაშე: აი ასე ექცევიანო კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს!“+ 10  მაშინ უთხრა მეფემ ჰამანს: „იჩქარე, აიღე სამოსელი და წაიყვანე ცხენი, როგორც თქვი, და ასე მოექეცი იუდეველ მორდოქაის, რომელიც მეფის კარიბჭესთან ზის. არაფერი გამოგრჩეს იქიდან, რაც თქვი!“+ 11  აიღო ჰამანმა სამოსელი+ და წაიყვანა ცხენი, შემოსა მორდოქაი,+ ცხენით მოატარა მას ქალაქის მოედანი+ და იძახდა მის წინაშე:+ „აი ასე ექცევიან კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს!“+ 12  შემდეგ მორდოქაი დაბრუნდა მეფის კარიბჭესთან,+ ჰამანი კი დამწუხრებული და თავდაფარული გაეშურა შინისკენ.+ 13  მოუყვა ჰამანი თავის ცოლს, ზერეშს,+ და თავის მეგობრებს ყველაფერს, რაც შეემთხვა. მაშინ უთხრეს მას მისმა ბრძენკაცებმა+ და ზერეშმა, მისმა ცოლმა: „თუ ეს მორდოქაი, რომლის წინაშეც ეცემი, იუდეველთა შთამომავალია, შენ ვერ სძლევ მას, უეჭველად დაეცემი მის წინაშე“.+ 14  ჯერ კიდევ ელაპარაკებოდნენ მას, როცა მივიდნენ მეფის კარისკაცები. დააჩქარეს+ ჰამანი და ესთერის მიერ გამართულ ნადიმზე+ წაიყვანეს.

სქოლიოები