ესთერი 7:1—10

7  მივიდნენ მეფე და ჰამანი+ დედოფალ ესთერთან ნადიმზე  მეორე დღეს. ღვინის სმის დროს კვლავ ჰკითხა მეფემ ესთერს:+ „რა თხოვნა გაქვს,+ დედოფალო ესთერ? შეგისრულდება!+ რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო,+ მოგცემ!“  ამაზე დედოფალმა ესთერმა მიუგო: „თუ წყალობა მიპოვნია შენს თვალში, მეფეო, და თუ მეფე ინებებს, მომეცეს ჩემი ხვეწნით ჩემი სული+ და ჩემი თხოვნით — ჩემი ხალხი,+  რადგან გაყიდულნი ვართ+ მე და ჩემი ხალხი მოსასპობად,+ დასახოცად და გასანადგურებლად. მონებად+ და მხევლებად რომ გავყიდულიყავით, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ეს უბედურება მეფეს ზიანს მოუტანს, რაც ყოვლად დაუშვებელია“.  ჰკითხა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს: „ვინ არის+ და სად არის ის, ვინც ასეთი რამ გაბედა?“+  ესთერმა კი მიუგო: „ეს კაცი, მოწინააღმდეგე+ და მტერი,+ ბოროტი ჰამანია“. თავზარი+ დაეცა ჰამანს მეფისა და დედოფლის შიშით.  წამოდგა განრისხებული+ მეფე ღვინის სმის დროს და სასახლის ბაღში გავიდა. ადგა ჰამანი, რომ დედოფალ ესთერისთვის+ მოწყალება ეთხოვა სულის გადასარჩენად, რადგან მიხვდა, რომ მეფეს ცუდი+ რამ განეზრახა მისთვის.+  როცა მეფე სასახლის ბაღიდან დაბრუნდა იქ, სადაც ღვინოს სვამდნენ,+ ჰამანი ესთერის ტახტზე+ დამხობილი დახვდა. თქვა მეფემ: „დედოფალზეც ძალადობ ჩემი აქ ყოფნის დროს?!“ სიტყვა გამოვიდა მეფის ბაგიდან+ და სახე დაუფარეს ჰამანს.  ხარბონამ,+ ერთ-ერთმა კარისკაცმა,+ თქვა: „ჰამანის სახლში ორმოცდაათწყრთიანი ძელი+ დგას, ჰამანმა რომ მოუმზადა მორდოქაის, მეფის სასიკეთოდ მოლაპარაკეს“.+ მაშინ ბრძანა მეფემ: „მასზე ჩამოკიდეთ ის!“+ 10  ჩამოკიდეს ჰამანი იმ ძელზე,+ რომელიც მას მორდოქაისთვის ჰქონდა გამზადებული,+ და დაცხრა მეფის რისხვა.

სქოლიოები