ესთერი 9:1—32

9  მეთორმეტე თვის ანუ ადარის+ მეცამეტე დღეს, როცა დადგა მეფის სიტყვისა და კანონის შესრულების+ დრო, იმ დღეს, რომელსაც იუდეველთა მტრები ელოდნენ მათ დასამორჩილებლად, ყველაფერი პირიქით მოხდა და იუდეველებმა იმძლავრეს თავიანთ მოძულეებზე.+  შეიკრიბნენ იუდეველები+ თავიანთ ქალაქებში მეფე ახაშვეროშის+ სამეფოს ყველა სამთავროში, რომ ხელი აღემართათ მათთვის ავის+ მსურველებზე. წინ ვერავინ აღუდგა იუდეველებს, რადგან მათმა შიშმა+ მოიცვა ყველა ხალხი.  სამთავროთა მთავრები,+ სატრაპები,+ გამგებლები და მეფის საქმის შემსრულებლები+ ეხმარებოდნენ იუდეველებს, რადგან მორდოქაის შიშმა+ მოიცვა ისინი.  დიდებული+ იყო მორდოქაი მეფის სასახლეში და სახელი გაითქვა+ ყველა სამთავროში, რადგან უფრო და უფრო დიდებული ხდებოდა იგი.+  დასცეს იუდეველებმა თავიანთი მტრები, მახვილით დახოცეს+ და გაანადგურეს; ისე მოექცნენ თავიანთ მოძულეებს, როგორც სურდათ.+  შუშანის+ ციხე-დარბაზში იუდეველებმა ხუთასი კაცი მოკლეს და გაანადგურეს,  აგრეთვე — ფარშანდათა, დალფონი, ასფათა,  ფორათა, ადალია, არიდათა,  ფარმაშთა, არისაი, არიდაი და ვაიზათა, 10  იუდეველთა მტრის,+ ჰამანის,+ ჰამედათას ძის ათი ვაჟი,+ მაგრამ საძარცვავად+ ხელი არ გაუწვდიათ. 11  იმავე დღეს ემცნო მეფეს შუშანის ციხე-დარბაზში დახოცილთა რიცხვი. 12  უთხრა მეფემ დედოფალ ესთერს:+ „შუშანის ციხე-დარბაზში+ იუდეველებმა ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟი დახოცეს. სამეფოს სხვა სამთავროებში+ რაღას იზამდნენ?!+ რა სათხოვარი გაქვს? შეგისრულდება!+ კიდევ რა თხოვნა გაქვს?+ აგისრულდება!“ 13  მაშინ ესთერმა მიუგო: „თუ მეფე ინებებს,+ ხვალაც მიეცეთ შუშანში მცხოვრებ იუდეველებს იმის უფლება, რომ დღევანდელი კანონით იმოქმედონ+ და ძელზე ჩამოკიდონ ჰამანის ათი ვაჟი“.+ 14  ბრძანა მეფემ, რომ ასეც მოქცეულიყვნენ.+ გამოცხადდა შუშანში კანონი და ძელზე ჩამოკიდეს ჰამანის ათი ვაჟი. 15  ადარის თვის მეთოთხმეტე+ დღესაც შეიკრიბნენ შუშანში მცხოვრები იუდეველები და მოკლეს შუშანში სამასი კაცი, მაგრამ საძარცვავად ხელი არ გაუწვდიათ.+ 16  სამეფოს სხვა სამთავროებში+ მცხოვრები იუდეველებიც შეიკრიბნენ და დადგნენ თავიანთი სულების დასაცავად.+ მათ შური იძიეს+ მტრებზე და მოკლეს თავიანთ მოძულეთაგან სამოცდათხუთმეტი ათასი კაცი, მაგრამ საძარცვავად ხელი არ გაუწვდიათ. 17  ეს მოხდა ადარის თვის მეცამეტე დღეს. მეთოთხმეტე დღეს კი დაისვენეს და ნადიმისა+ და მხიარულების დღედ აქციეს ის.+ 18  შუშანში მცხოვრები იუდეველები შეიკრიბნენ მეცამეტე+ და მეთოთხმეტე დღეს, მეთხუთმეტე დღეს კი დაისვენეს და ნადიმისა და მხიარულების დღედ აქციეს ის.+ 19  მოშორებულ ქალაქებში მცხოვრებმა იუდეველებმა ადარის+ თვის მეთოთხმეტე დღე აქციეს სიხარულის,+ ნადიმის, ზეიმისა+ და ერთმანეთისთვის მოსაკითხის გაგზავნის დღედ.+ 20  ჩაწერა მორდოქაიმ+ ეს ყველაფერი და დაუგზავნა წერილები იუდეველებს მეფე ახაშვეროშის სამეფოს ყველა სამთავროში,+ ახლოს თუ შორს მცხოვრებთ, 21  რომ წესად დაედო+ მათთვის ყოველ წელს, მუდმივად, ადარის თვის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დღის აღნიშვნა, 22  რადგან ამ დღეებში დაისვენეს იუდეველებმა თავიანთი მტრებისგან+ და ამ თვეში ექცათ მწუხარება სიხარულად და გლოვა+ — ზეიმად, რათა ეს დღეები მათთვის ნადიმობის, მხიარულების, ერთმანეთისთვის მოსაკითხისა+ და ღარიბებისთვის საჩუქრების გაგზავნის დღეები ყოფილიყო.+ 23  მიიღეს იუდეველებმა ის, რაც მორდოქაიმ მისწერა მათ და რისი კეთებაც უკვე დაწყებული ჰქონდათ. 24  რაკი ჰამანს,+ აგაგელი+ ჰამედათას ვაჟს,+ იუდეველთა მტერს,+ იუდეველთა განადგურება ჰქონდა განზრახული,+ მან ფური+ ანუ წილი+ ყარა მათ ასაფორიაქებლად და მოსასპობად, 25  მაგრამ როცა ესთერი წარდგა მეფის წინაშე, მეფემ წერილობით განაცხადა:+ „მასვე ეწიოს ბოროტი ზრახვა,+ იუდეველთა წინააღმდეგ რომ ჰქონდა ჩაფიქრებული!“+ და ძელზე ჩამოკიდეს ის და მისი ვაჟები.+ 26  ამიტომ ამ დღეებს ფურის+ გამო ფურიმი უწოდეს. და ამ წერილის+ სიტყვების, საკუთარი თვალით ნანახისა და გადატანილის თანახმად, 27  იუდეველებმა ვალდებულებად და წესად დაუდგინეს თავიანთ თავს, თავიანთ შთამომავლებს და ყველას, ვინც მათ შეუერთდა,+ რომ მუდმივად, ყოველწლიურად, დანიშნულ დროს დაიცავდნენ ამ ორ დღეს მათზე დაწერილის თანახმად. 28  უნდა ხსომებოდათ და აღენიშნათ ეს დღეები ყველა თაობაში, ყველა ოჯახში, ყველა სამთავროსა და ქალაქში. არ უნდა გაუქმებულიყო ფურიმის დღეები იუდეველთათვის და არ უნდა დაევიწყებინათ+ ის დღეები მათ შთამომავლებს. 29  დედოფალმა ესთერმა, აბიხაილის+ ასულმა, და იუდეველმა მორდოქაიმ მთელი უფლებამოსილებით წერილობით დაადასტურეს მეორე წერილი ფურიმის თაობაზე. 30  მან წერილები, მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიტყვები,+ ახაშვეროშის+ სამეფოს ას ოცდაშვიდ სამთავროში+ მცხოვრებ იუდეველებს დაუგზავნა, 31  რათა დაეცვათ ფურიმის ეს დღეები განსაზღვრულ დროს, როგორც იუდეველ მორდოქაისა და დედოფალ ესთერს ჰქონდათ ნაბრძანები, და თავადაც ჰქონდათ დადგენილი+ თავიანთი სულებისთვის და თავიანთი შთამომავლებისთვის+ — მარხვა+ და საშველად ღვთის მოხმობა.+ 32  ესთერის სიტყვებმა განამტკიცა ყველაფერი, რაც ფურიმს+ ეხებოდა, და წიგნში ჩაიწერა ისინი.

სქოლიოები