ეფესოელები 1:1—23
1 პავლე, ქრისტე იესოს მოციქული+ ღვთის ნებით,+ ეფესოში მყოფ წმინდებსა და ქრისტე იესოსთან ერთობაში+ მყოფ ერთგულებს:+
2 წყალობა+ და მშვიდობა+ თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.
3 კურთხეული იყოს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთი და მამა,+ რადგან გვაკურთხა+ ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში+ ქრისტესთან ერთობაში,
4 როგორც მასთან ერთობაში აგვირჩია+ ქვეყნიერების გაჩენამდე,+ რათა წმინდები და უმანკოები+ ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულში.+
5 მან წინასწარ განგვაწესა+ იმისთვის, რომ ვეშვილეთ+ იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ,+
6 თავისი დიდებული წყალობის+ საქებრად,+ რომელიც მოგვმადლა მისი მეშვეობით, ვინც უყვარს.+
7 მისი მეშვეობით, მისივე სისხლით+ გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი, დიახ, გვეპატია+ შეცოდებები მისი წყალობის სიუხვით.+
8 მან ის უხვად მოგვცა ყოველგვარ სიბრძნესა+ და საღ აზროვნებასთან ერთად.
9 ამით გვამცნო თავისი ნების წმინდა საიდუმლო,+ რომელიც მოსაწონია მისთვის, და გადაწყვიტა,+
10 განეგო+ დანიშნული დროების+ გასრულებიდან, ანუ ქრისტეში+ კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს,+ რაც ზეცაშია+ და რაც დედამიწაზეა;+ დიახ, მასში,
11 ვისთან ერთობაშიც დავინიშნეთ მემკვიდრეებად,+ წინასწარ ვიქენით განწესებულნი მისი განზრახვით, ვინც ყველაფერს თავისი ნებისამებრ ამოქმედებს,+
12 რათა მისი დიდების საქებრად გვემსახურა ჩვენ,+ ვინც პირველებმა დავამყარეთ იმედი ქრისტეზე.+
13 თქვენც დაამყარეთ მასზე იმედი მას შემდეგ, რაც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა,+ სასიხარულო ცნობა თქვენი ხსნის შესახებ.+ და როცა ირწმუნეთ, მისივე მეშვეობით ბეჭედდასმული+ იქენით დაპირებული წმინდა სულით,+
14 რაც ჩვენი მემკვიდრეობის+ საწინდარია,+ რათა გამოსასყიდით გათავისუფლდეს+ ღვთის საკუთრება+ მისი დიდების საქებრად.
15 ამიტომ მეც, როცა გავიგე, როგორი რწმენა გაქვთ უფალ იესოსა და ყველა წმინდის მიმართ,+
16 განუწყვეტლივ ვმადლობ ღმერთს თქვენთვის. კვლავაც გიხსენებთ ლოცვებში,+
17 რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, მოგცეთ სიბრძნისა+ და გამოცხადების სული მის შესახებ საფუძვლიან ცოდნაში,+
18 და გაგინათლდეთ+ გულის თვალები,+ რათა იცოდეთ, რა იმედისთვის+ მოგიწოდათ და რა დიდებულ სიმდიდრეს+ უნახავს მემკვიდრეობად წმინდებს,+
19 რა განუზომელია მისი ძალის+ სიდიადე ჩვენდამი, მორწმუნეებისადმი. ეს სიდიადე მოქმედებს+ ღვთის ძლევამოსილების მიხედვით,
20 რომლითაც მან ქრისტეს შემთხვევაში იმოქმედა, როცა მკვდრეთით აღადგინა+ იგი და თავის მარჯვნივ დასვა+ ზეცაში+
21 ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალაზე, ბატონობაზე+ და ყოველ სახელზე+ მაღლა არა მარტო ახლა*,+ არამედ მომავალშიც.+
22 ყველაფერი მას დაუმორჩილა ფეხქვეშ+ და იგი დააყენა ყველაფრის თავად+ კრებაში,
23 რაც მისი სხეულია,+ მისი სისავსე,+ ვინც ავსებს ყველაფერს ყველაფერში.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ამ სისტემაში. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.