ეფესოელები 2:1—22

2  თქვენ კი ღმერთმა გაგაცოცხლათ, თუმცა მკვდრები იყავით თქვენს დანაშაულსა და ცოდვებში,+  რომლებშიც ერთ დროს დადიოდით ქვეყნიერების* გავლენით,+ იმ ჰაერის ძალაუფლების მთავრის+ ანუ იმ სულის+ გავლენით, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს.+  ერთ დროს ჩვენც ყველანი მათ შორის ვიყავით და ჩვენი ხორცის სურვილებისამებრ ვიქცეოდით,+ ვასრულებდით ჩვენი ხორცისა+ და ფიქრების ნებას და სხვების მსგავსად ბუნებით რისხვის+ შვილები ვიყავით.  გულმოწყალებით მდიდარმა ღმერთმა+ კი თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც შეგვიყვარა,+  ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა, როცა მკვდრები ვიყავით შეცოდებებში+ (წყალობით ხართ გადარჩენილნი),+  ერთად აღგვადგინა+ და დაგვსხა ზეცაში+ ქრისტე იესოსთან ერთობაში,  რათა მომავალში*+ აჩვენოს თავისი წყალობის განუზომელი სიმდიდრე+ ჩვენ მიმართ გამოვლენილი სიკეთით ქრისტე იესოსთან ერთობაში.+  ამ წყალობით ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით+ და ეს თქვენი დამსახურება კი არ არის,+ არამედ ღვთის ძღვენია.+  არა, ეს საქმეების გამო არ მომხდარა,+ რომ კვეხნის მიზეზი არავის ჰქონდეს.+ 10  ჩვენ მისი შრომის ნაყოფი ვართ+ და ქრისტე იესოსთან ერთობაში+ ვიყავით შექმნილნი+ კარგი საქმეებისთვის,+ რომლებიც ღმერთმა წინასწარ გაგვიმზადა,+ რომ მათში ვიაროთ. 11  ამიტომ გახსოვდეთ, რომ ხორცის მიხედვით წინათ უცხოტომელები იყავით,+ „წინადაუცვეთელობას“ გიწოდებდნენ ისინი, ვისაც ეწოდებოდა „წინადაცვეთა“, რაც ხელით სრულდება ხორცზე.+ 12  გახსოვდეთ, რომ იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით,+ ისრაელისგან გაუცხოებულები+ და დანაპირების შეთანხმებებისთვის უცხოები,+ უიმედოები+ და უღმერთოები იყავით ქვეყნიერებაში.+ 13  ერთ დროს შორს მყოფნი, ახლა ქრისტეს სისხლით+ გახდით ახლოს მყოფნი ქრისტე იესოსთან ერთობაში, 14  რადგან ის არის ჩვენი მშვიდობა,+ მან გააერთიანა+ ორი მხარე+ და დაანგრია მათ შორის კედელი,+ რომელიც ყოფდა+ მათ. 15  თავისი ხორცით+ გააუქმა მტრობა,+ მცნებების კანონი, რომელიც დადგენილებებს შეიცავს,+ რათა ორი ხალხისგან+ ერთი ახალი ადამიანი+ შეექმნა თავისთან ერთობაში, მშვიდობა დაემყარებინა 16  და შესძლებოდა ბოლომდე შეერიგებინა+ ღმერთთან ორივე ხალხი ერთ სხეულში+ წამების+ ბოძის* მეშვეობით, რადგან მან საკუთარი თავით მოსპო მტრობა.+ 17  ის მოვიდა და გაუწყათ სასიხარულო ცნობა მშვიდობის შესახებ+ თქვენ, შორს მყოფთ, და მშვიდობა — ახლოს მყოფთ,+ 18  რადგან მისი მეშვეობით ჩვენ, ორივე ხალხს+ გვაქვს მისასვლელი+ მამასთან ერთი სულით.+ 19  ამიტომ უკვე აღარა ხართ უცხოები+ და ხიზნები,+ არამედ წმინდათა+ თანამოქალაქენი+ და ღვთის ოჯახის+ წევრები ხართ, 20  მოციქულთა+ და წინასწარმეტყველთა+ საძირკველზე+ დაშენებულნი, თვითონ ქრისტე იესო კი ამ საძირკვლის ქვაკუთხედია.+ 21  მასთან ერთობაში მთელი შენობა, თანაზომიერად შეერთებული,+ წმინდა ტაძრად შენდება იეჰოვასთვის.+ 22  მასთან ერთობაში+ თქვენც შენდებით სამკვიდრებლად, სადაც ღმერთი დამკვიდრდება სულით.+

სქოლიოები

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
სიტყვასიტყვით — მომავალ სისტემებში. ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.
იხილეთ დანართი 3გ.