ეფესოელები 4:1—32
4 ამიტომ მე, პატიმარი+ უფალში გევედრებით, იმ მოწოდების ღირსად იაროთ,+ რომლითაც მოწოდებულნი ხართ,+
2 სრული თავმდაბლობით,+ რბილი ხასიათითა და სულგრძელობით,+ რომ სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს+ და
3 გულმოდგინედ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით.+
4 ერთია სხეული,+ ერთია სული+ და ერთია იმედი,+ რომლისკენაც ხართ მოწოდებულნი.
5 ერთია უფალი,+ ერთია რწმენა,+ ერთია ნათლობა.+
6 ერთია ყველას ღმერთი+ და მამა, რომელიც ყველაზე მაღლა დგას, ყველას მეშვეობით არის და ყველაშია.
7 თითოეული ჩვენგანის მიმართ წყალობა+ იმ ზომით იქნა გამოვლენილი, როგორც ქრისტემ გვიბოძა ეს უსასყიდლო ძღვენი.+
8 ამიტომ ის ამბობს: „ავიდა მაღლა და ტყვეები წაასხა. მოგვცა ძღვენი ადამიანთა სახით“.+
9 რას ნიშნავს „ავიდა“,+ თუ არა იმას, რომ ის დაბლა დედამიწაზე ჩამოვიდა?+
10 ის, ვინც ჩამოვიდა, ავიდა+ კიდეც ცათა ზემოთ,+ რათა ყველაფერი სრულყოს.+
11 მოგვცა ზოგი მოციქულად,+ ზოგი — წინასწარმეტყველად,+ ზოგი — მახარობლად,+ ზოგი — მწყემსად და მასწავლებლად,+
12 წმინდების გამოსასწორებლად,+ მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,+
13 სანამ ყველა არ მივაღწევთ ერთიანობას რწმენასა და ღვთის ძის შესახებ საფუძვლიან ცოდნაში, სანამ არ გავხდებით ზრდადასრულებულნი+ და არ მივაღწევთ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას,+
14 რათა აღარ ვიყოთ ჩვილები, რომლებსაც თითქოს არყევს+ ტალღები და აქანავებს სწავლების+ ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა+ და ცბიერებით გამიზნული სიცრუით,
15 არამედ ჭეშმარიტება+ ვილაპარაკოთ და ყველაფერში სიყვარულით გავიზარდოთ+ მასში, ვინც არის თავი+ — ქრისტე.
16 მისგან მთელი სხეული,+ თანაზომიერად შეერთებული და თანამშრომლობისკენ აღძრული საჭირო სახსრების მეშვეობით, თითოეული ნაწილის თავისი ზომით მოქმედების შესაბამისად იზრდება, რათა საკუთარი თავი აღაშენოს სიყვარულში.+
17 ამიტომ ამას ვამბობ და ვამოწმებ უფალში, რომ აღარ იაროთ ისე, როგორც უცხოტომელები+ დადიან თავიანთი გონების ამაოებით,+
18 გონებადაბნელებულნი+ და ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებულნი+ თავიანთი უმეცრებისა+ და უგრძნობი+ გულების გამო.
19 ყველანაირად ზნედაცემულნი*,+ თავაშვებულობას+ მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმინდურება+ ჩაიდინონ გაუმაძღრობით.+
20 თქვენ კი ასეთად არ გისწავლიათ ქრისტე,+
21 თუ მოგისმენიათ მისთვის და გისწავლიათ მისგან,+ რადგან ჭეშმარიტება+ იესოშია,
22 რათა მოიშოროთ ძველი პიროვნება,+ რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია და ირყვნება+ მაცდუნებელი სურვილებით,+
23 განიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა+
24 და შეიმოსოთ+ ახალი პიროვნება,+ რომელიც შექმნილია+ ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა+ და ერთგულებით.
25 ამიტომ ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე,+ თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს,+ რადგან ერთი სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით.+
26 განრისხებისას ნუ შესცოდავთ.+ მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ;+
27 ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.+
28 ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს,+ არამედ იშრომოს, საკუთარი ხელით აკეთოს კარგი საქმე,+ რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი.+
29 ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა,+ არამედ მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს.+
30 ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმინდა სულს*,+ რომლითაც ბეჭედდასმულნი+ ხართ გამოსასყიდით გათავისუფლების დღისთვის.+
31 მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება,+ ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა+ ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად.+
32 კეთილად მოექეცით+ ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ+ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით.+