ეფესოელები 6:1—24

6  ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს+ უფალში,+ რადგან ასეა სწორი:+  „პატივი ეცი მამას და დედას“,+ ეს არის პირველი მცნება დანაპირებით,+  „რომ ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“.+  თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს,+ არამედ იზრუნეთ მათზე+ — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ+ და დაარიგეთ.+  მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს+ შიშითა და კანკალით,+ გულწრფელად, როგორც ქრისტეს,  არა მოსაჩვენებლად, როგორც კაცთმაამებლები,+ არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულითა და გულით ღვთის ნების შემსრულებლები.+  იყავით კარგი ზრახვების მქონე მონები, როგორც იეჰოვასთვის+ და არა როგორც ადამიანებისთვის,  რადგან იცით, რომ თითოეული, მონა იქნება თუ თავისუფალი,+ რასაც კარგს გააკეთებს, იმასვე მიიღებს იეჰოვასგან.+  ბატონებო, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ნუღარ დაემუქრებით,+ რადგან იცით, რომ თქვენი და მათი ბატონი+ ზეცაშია და ის მიკერძოებული+ არ არის. 10  გაძლიერდით+ უფალში და მის ძლევამოსილებაში.+ 11  შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით,+ რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,+ 12  რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით,+ არამედ მთავრობათა წინააღმდეგ,+ ხელისუფლებათა წინააღმდეგ,+ ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ,+ ზეციერი ბოროტი სულების+ წინააღმდეგ. 13  ამიტომ აიღეთ სრული საჭურველი, რომელიც ღვთისგან არის,+ რათა შეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა ბოროტ დღეს, ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოთ და მტკიცედ იდგეთ.+ 14  მაშ, მტკიცედ იდექით, ჭეშმარიტების+ სარტყელშემორტყმულნი,+ სიმართლის ჯავშნით შემოსილნი+ 15  და მზადყოფნით ფეხშემოსილნი მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის+ საქადაგებლად.+ 16  უპირველეს ყოვლისა, აიღეთ რწმენის დიდი ფარი,+ რომლითაც შეძლებთ ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების ჩაქრობას.+ 17  აგრეთვე, აიღეთ ხსნის მუზარადი+ და სულის+ მახვილი,+ ანუ ღვთის სიტყვა,+ 18  მუდამ აღავლინეთ ყოველგვარი ლოცვა+ და ვედრება სულით.+ ამისთვის კი განუწყვეტლივ იფხიზლეთ და ევედრეთ ღმერთს ყველა წმინდისთვის 19  და ჩემთვისაც, რათა მომეცეს ლაპარაკის შესაძლებლობა,+ რომ თამამად გავხსნა ბაგე+ და ვაუწყო იმ სასიხარულო ცნობის წმინდა საიდუმლო,+ 20  რომლისთვისაც ბორკილდადებული ელჩი+ ვარ, რათა გაბედულად ვილაპარაკო ამაზე, როგორც მმართებს კიდეც.+ 21  თქვენც რომ იცოდეთ, როგორ მიდის ჩემი საქმეები და როგორა ვარ, ყველაფერს ტიქიკე+ შეგატყობინებთ, საყვარელი ძმა და ერთგული მსახური უფალში.+ 22  ამ მიზნით ვგზავნი მას თქვენთან, რათა შეგატყობინოთ ჩვენი ამბავი და ანუგეშოს თქვენი გულები.+ 23  მშვიდობა, სიყვარული და რწმენა ჰქონდეთ ძმებს ღვთისგან, მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან. 24  წყალობა+ იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე.

სქოლიოები