ზაქარია 1:1—21

1  დარიოსის მეფობის+ მეორე წლის მერვე თვეს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ ზაქარიას,+ იდოს+ ვაჟის ბერექიას ვაჟს:  «ძლიერ განურისხდა იეჰოვა თქვენს მამებს.+  უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა: „დამიბრუნდით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და მეც დაგიბრუნდებით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  ნუ დაემსგავსებით თქვენს მამებს,+ რომელთაც ჯერ კიდევ წინათ მოუწოდებდნენ წინასწარმეტყველნი,+ აი რას ამბობსო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: მობრუნდითო თქვენი ბოროტი გზიდან და თქვენი ბოროტი საქმეებიდან.+ მათ კი არ მისმინეს და ყური არ დამიგდეს,+ — ამბობს იეჰოვა.  სად არიან ახლა თქვენი მამები?+ განა მარადიულად იცოცხლეს წინასწარმეტყველებმა?!+  განა არ მისწვდა თქვენს მამებს ჩემი სიტყვები+ და წესები, რომლებიც ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს ვუბრძანე?!“+ ამიტომაც მობრუნდნენ ისინი და თქვეს: „რაც ჩვენთვის ჰქონდა განზრახული ლაშქართა ღმერთ იეჰოვას,+ ის გაგვიკეთა ჩვენი გზებისა და საქმეებისამებრ“».+  დარიოსის მეფობის მეორე წლის+ მეთერთმეტე თვის, შებატის, ოცდამეოთხე დღეს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ ზაქარიას,+ იდოს+ ვაჟის ბერექიას ვაჟს:  „ღამით ვიხილე, აი, კაცი+ იყო წითელ ცხენზე+ ამხედრებული. ის მირტის ხეებს შორის+ იდგა, ჩავარდნილ ადგილზე, მის უკან წითელი, ალისფერი და თეთრი ცხენები იდგნენ“.+  ვიკითხე: „ჩემო ბატონო, ვინ არიან ამ ცხენებზე ამხედრებულნი?“+ ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა, მომიგო:+ „გაჩვენებ, ვინ არიან ისინი“. 10  მირტის ხეებს შორის გაჩერებულმა კაცმა მომიგო: „ისინი იეჰოვას გამოგზავნილნი არიან დედამიწის შემოსავლელად“.+ 11  უთხრეს მათ მირტის ხეებს შორის მდგარ იეჰოვას ანგელოზს: „მოვიარეთ დედამიწა+ და, აი, მშვიდად და აუღელვებლად არის მთელი დედამიწა“.+ 12  თქვა იეჰოვას ანგელოზმა: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, როდემდე არ შეიწყალებ იერუსალიმსა და იუდას ქალაქებს,+ რომლებიც სამოცდაათი წელი შერისხული გყავს?!“+ 13  კარგი და მანუგეშებელი სიტყვებით+ მიუგო იეჰოვამ ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა. 14  მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: «დაიძახე, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დიდი მოშურნეობით გამოვავლინე მოშურნეობა იერუსალიმისა და სიონის სასიკეთოდ.+ 15  დიდი რისხვით ვარ განრისხებული უდარდელ ხალხებზე;+ ძლიერ არ ვიყავი განრისხებული,+ მაგრამ მათ გაამწვავეს უბედურება“.+ 16  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „წყალობით დავბრუნდები იერუსალიმში.+ იქ აშენდება ჩემი სახლი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და ლარი იერუსალიმზე გაიჭიმება“.+ 17  კვლავაც დაიძახე, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჩემი ქალაქები კვლავ აივსება ყოველივე კარგით.+ იეჰოვა კვლავ შეიწყალებს სიონს+ და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს“».+ 18  თვალები ავაპყარი და, აი, ოთხი რქა დავინახე.+ 19  მაშინ ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, ეს რა არის-მეთქი? მან მომიგო: „ეს ის რქებია, რომლებმაც იუდა,+ ისრაელი+ და იერუსალიმი+ გაფანტეს“. 20  შემდეგ იეჰოვამ მახილვინა ოთხი ხელოსანი. 21  ვკითხე, რისთვის მოდიან-მეთქი ისინი? მან მომიგო: „ეს ის რქებია,+ რომლებმაც ისე გაფანტეს იუდა, რომ თავი არავის აუწევია. ეს ხელოსნები მოვლენ, რომ მოარყიონ და დასცენ იმ ხალხთა რქები, რომლებიც რქას იმაღლებენ იუდას გასაფანტავად“.+

სქოლიოები

იგივე ცაბაოთი.