ზაქარია 10:1—12

10  „სთხოვეთ იეჰოვას წვიმა+ საგაზაფხულო წვიმების+ დროს, სთხოვეთ იეჰოვას, საწვიმარი ღრუბლების+ შემქმნელს, კოკისპირულ წვიმას+ რომ უგზავნის ადამიანებს და თითოეულ მათგანს მცენარეებს რომ აღმოუცენებს მინდორში.+  თერაფიმები+ ჯადოქრობაზე ლაპარაკობენ, მკითხავები ცრუ ხილვებს ხედავენ,+ უსარგებლო სიზმრებზე ლაპარაკობენ და ამაოდ ცდილობენ ნუგეშისცემას.+ ამიტომ, ფარასავით გაიფანტება ხალხი;+ დაიჩაგრებიან ისინი, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.+  აღიგზნო ჩემი რისხვა მწყემსების წინააღმდეგ,+ პასუხს მოვთხოვ+ თხისმაგვარ წინამძღოლებს,+ რადგან მოხედა ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ თავის ფარას,+ იუდას სახლს, და თავის დიდებულ საბრძოლო რაშად+ აქცია იგი.  მისგან გამოდის თავკაცი,+ მისგანვე გამოდის მმართველი+ და მხარდამჭერი; მისგან გამოდის საბრძოლო მშვილდი,+ მისგან გამოდის ყოველი მეთვალყურე.+  დაემსგავსებიან ძლიერებს,+ ბრძოლის დროს ქუჩის ტალახს რომ ზელენ. ჩაებმებიან ისინი ბრძოლაში,+ რადგან იეჰოვაა მათთან,+ და შერცხვებიან მხედრები.+  აღმატებულს გავხდი იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს.+ საცხოვრებელს მივცემ, რადგან შევიწყალებ+ მათ. ისე იქნებიან, თითქოს არც მიმეტოვებინოს;+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, მე ვუპასუხებ მათ.+  ძლიერ კაცს დაემსგავსებიან+ ეფრემელები და გული ისე გაუხალისდებათ, თითქოს ღვინო დაულევიათო.+ იხილავენ მათი ვაჟები+ და გაიხარებენ, იეჰოვათი გაიხარებს მათი გული.+  სტვენით+ მოვუხმობ და თავს მოვუყრი მათ, რადგან გამოვისყიდი,+ და ისე გავამრავლებ, როგორც წარსულში.+  თესლივით გავფანტავ მათ ხალხებში,+ შორეთში გამიხსენებენ ისინი;+ გამოცოცხლდებიან თავიანთ ვაჟებთან ერთად და დაბრუნდებიან.+ 10  დავაბრუნებ მათ ეგვიპტის მიწიდან+ და ასურეთიდან გამოვკრებ.+ გალაადსა+ და ლიბანში მივიყვან მათ და ადგილი არ ეყოფათ.+ 11  ზღვაში გავივლი და გასაჭირს მოვუვლენ.+ დავკრავ ზღვის ტალღებს+ და ამოშრება ნილოსის სიღრმეები.+ დაემხობა ასურეთის სიამაყე+ და მოსცილდება კვერთხი+ ეგვიპტეს.+ 12  აღმატებულს გავხდი მათ იეჰოვათი+ და ჩემი სახელით ივლიან,+ — ამბობს იეჰოვა“.

სქოლიოები