ზაქარია 12:1—14

12  განაჩენი: „სიტყვას წარმოთქვამს იეჰოვა ისრაელზე, — ამბობს იეჰოვა, ცის გადამჭიმავი,+ დედამიწის დამფუძნებელი+ და ადამიანში სულის+ ჩამდგმელი. —  აი, თასად ვაქცევ იერუსალიმს,+ ხალხებს რომ აბარბაცებს გარშემო.+ ალყაში მოექცევიან იუდაცა და იერუსალიმიც.+  იმ დღეს+ მძიმე ქვად+ ვაქცევ იერუსალიმს ყველა ხალხისთვის. ვინც კი ასწევს მას, მწარედ დაიკაწრება. მის წინააღმდეგ შეიკრიბება დედამიწის ყველა ხალხი.+  იმ დღეს,+ — ამბობს იეჰოვა, — დავაბნევ ცხენებს+ და გავაგიჟებ მათზე ამხედრებულებს;+ თვალს დავიჭერ+ იუდას სახლზე და დავაბრმავებ ხალხთა ცხენებს.  გულში იტყვიან იუდას თავკაცები:+ იერუსალიმის მკვიდრნი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მათი ღვთის წყალობით ჩვენი ძალა არიანო.+  იმ დღეს იუდას თავკაცებს დავამსგავსებ ცეცხლიან ქოთანს ხეთა შორის+ და ჩირაღდანს ახალმომკილი მარცვლეულის ძნებში,+ მარჯვნივ და მარცხნივ შთანთქავენ მეზობელ ხალხებს;+ იერუსალიმის მკვიდრნი კვლავ თავიანთ ადგილზე დასახლდებიან იერუსალიმში.+  პირველად იუდას კარვებს გადაარჩენს იეჰოვა, რათა დავითის სახლისა და იერუსალიმის მკვიდრთა მშვენებამ დიდად არ გადააჭარბოს იუდას.  იმ დღეს ყოველი მხრიდან დაიცავს იეჰოვა იერუსალიმის მკვიდრებს;+ და იმ დღეს დავითივით იქნება მათ შორის წაბორძიკებული,+ დავითის სახლი კი — ღმერთივით+ და იეჰოვას ანგელოზივით მათ წინაშე.+  იმ დღეს გადაწყვეტილი მექნება იერუსალიმის წინააღმდეგ გამოსული ყველა ხალხის განადგურება.+ 10  გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მკვიდრებზე წყალობისა+ და ვედრების სულს+ და შეხედავენ მას, ვინც განგმირეს,+ დაიტირებენ მას, როგორც ერთადერთ ვაჟს, მწარედ იგლოვებენ მას, როგორც პირმშოს გლოვობენ ხოლმე.+ 11  იმ დღეს დიდი მოთქმა იქნება იერუსალიმში, როგორიც მეგიდოს ველზე+ იყო, ჰადადრიმონში. 12  მთელი მიწა, თითოეული ოჯახი ცალ-ცალკე მოჰყვება მოთქმას;+ დავითის საგვარეულო და მათი ქალები ცალკე,+ ნათანის+ საგვარეულო და მათი ქალები ცალკე, 13  ლევის საგვარეულო+ და მათი ქალები ცალკე, შიმელთა საგვარეულო+ და მათი ქალები ცალკე; 14  ყველა დარჩენილი საგვარეულო, თითოეული ოჯახი ცალკე და მათი ქალებიც ცალკე“.+

სქოლიოები