ზაქარია 3:1—10
3 მან მახილვინა იეჰოვას ანგელოზის წინ მდგომი მღვდელმთავარი იეჰოშუა+ და სატანა*,+ რომელიც მარჯვნივ ედგა წინააღმდეგობის+ გასაწევად.
2 უთხრა იეჰოვას ანგელოზმა+ სატანას: „იეჰოვამ შეგრისხოს,+ სატანავ, შეგრისხოს იეჰოვამ, რომელიც ირჩევს იერუსალიმს!+ განა ის ცეცხლიდან გამოღებული კუნძი არ არის?!“+
3 იეჰოშუას წაბილწული ტანსაცმელი+ ეცვა და ანგელოზის წინ იდგა.
4 მიმართა მან მის წინ მდგომთ: „გახადეთ მას წაბილწული ტანსაცმელი!“ მას კი უთხრა: „აი, მოგაშორე დანაშაული+ და საზეიმო გრძელი სამოსით შეიმოსები“.+
5 მაშინ ვთქვი, სუფთა თავსაბურავი დაახურონ-მეთქი თავზე.+ მათაც დაახურეს მას სუფთა თავსაბურავი და შემოსეს ტანსაცმლით. იეჰოვას ანგელოზი იქვე იდგა.
6 იეჰოვას ანგელოზმა დაუმოწმა იეჰოშუას:
7 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თუ ივლი ჩემი გზით და შეასრულებ შენს ვალდებულებას+ ჩემ წინაშე, მაშინ შენ გაასამართლებ ჩემს სახლს+ და დაიცავ ჩემს ეზოებს; აქ მდგომთა შორის ყოფნის უფლებას მოგცემ.
8 ისმინეთ, მღვდელმთავარო იეჰოშუა, შენ და შენ წინ მსხდომმა მოძმეებმა, რადგან ნიშნებად არიან ეს კაცები,+ აი შემომყავს ჩემი მსახური+ — ყლორტი!+
9 აი ქვა,+ რომელიც დავდე იეჰოშუას წინ! შვიდი თვალია ქვაზე.+ აი ამოვკვეთ მასზე წარწერას,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და ერთ დღეში წარვხოცავ ამ მიწის დანაშაულს.+
10 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — ვაზისა და ლეღვის ხის ქვეშ მსხდომნი მიიწვევთ ერთმანეთს“».+