ზაქარია 4:1—14
4 ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მობრუნდა და გამაღვიძა, როგორც მძინარე კაცს აღვიძებენ.+
2 მან მკითხა, რას ხედავო?+
მე მივუგე: „ვხედავ ოქროს სალამპრეს,+ რომელსაც თავზე თასი ადგას. შვიდი ლამპარია+ მასზე, ლამპრებს, სალამპრის თავზე, შვიდი მილი აქვთ.
3 მის გვერდით ზეთისხილის ორი ხე დგას,+ ერთი — თასის მარჯვნივ და მეორე — მარცხნივ“.
4 ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: ჩემო ბატონო, რას ნიშნავს-მეთქი ეს ყველაფერი?+
5 მომიგო ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: „მართლა არ იცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“
მეც მივუგე: „არა, ჩემო ბატონო“.+
6 მან მითხრა: «ეს იეჰოვას სიტყვაა, რომელსაც ზერუბაბელს ეუბნება: „არც ჯარითა+ და არც ძლიერებით,+ არამედ ჩემი სულით*“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
7 ვინა ხარ, დიდო მთაო?+ ვაკედ იქცევი ზერუბაბელის+ წინაშე და ის გამოიტანს კუთხის თავში დასადებ ქვას.+ შეძახებენ:+ რა მშვენიერია, რა მშვენიერიაო!»+
8 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
9 „საკუთარი ხელით ჩაუყარა საფუძველი ზერუბაბელმა ამ სახლს+ და თავისივე ხელით დაასრულებს მას.+ მაშინ გაიგებ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან.+
10 ვინ ჩათვალა უმნიშვნელოდ მცირე წამოწყების დღე?+ გაიხარებენ+ და იხილავენ შვეულს ზერუბაბელის ხელში. ის შვიდი თვალი იეჰოვას თვალებია;+ ისინი აკვირდებიან მთელ დედამიწას“.+
11 ვკითხე მას: „რას ნიშნავს სალამპრის მარჯვნივ და მარცხნივ მდგარი ზეთისხილის ეს ორი ხე?“+
12 მეორედ ვკითხე: „რას ნიშნავს ზეთისხილის ხის ორი კუნწულა, საიდანაც ორი ოქროს მილით ოქროსფერი სითხე იღვრება?“
13 მან მომიგო: „მართლა არ იცი, რას ნიშნავს ეს?“
მე ვუთხარი: „არა, ჩემო ბატონო“.+
14 მაშინ მან მითხრა: „ეს ორი ცხებულია,+ მთელი დედამიწის უფლის გვერდით მდგომი“.+
სქოლიოები
^ ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.