ზაქარია 6:1—15
6 კვლავ ავაპყარი თვალი და, აი, დავინახე ორ მთას შორის გამომავალი ოთხი ეტლი; მთები სპილენძისა იყო.
2 პირველ ეტლში წითელი ცხენები+ იყო შებმული, მეორეში — შავი ცხენები,+
3 მესამე ეტლში თეთრი ცხენები+ იყო შებმული, მეოთხეში კი — დაწინწკლული, ჭრელი.+
4 ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: „ეს რა არის, ჩემო ბატონო?“+
5 ანგელოზმა მომიგო: „ეს ცის ოთხი სულია,+ რომლებიც წარდგნენ+ მთელი დედამიწის+ უფლის+ წინაშე და გამოვიდნენ.
6 ეტლი, რომელშიც შავი ცხენებია შებმული, ჩრდილოეთის+ მიწისკენ მიემართება, თეთრი ცხენები ზღვის გაღმა გაემართებიან, დაწინწკლულები — სამხრეთის+ მიწისკენ.
7 ჭრელები+ გამოვლენ და გამოიძიებენ, დედამიწის რომელ მხარეს წავიდნენ“.+ შემდეგ უთხრა: „წადით, მოიარეთ დედამიწა“. და ისინიც წავიდნენ დედამიწის შემოსავლელად.
8 დამიძახა მან და მითხრა: „ნახე, ჩრდილოეთის მიწისკენ წასულებმა დაამშვიდეს იეჰოვას სული+ ჩრდილოეთის+ მიწაზე“.
9 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
10 «აიღე ძღვნის ნაწილი გადასახლებულთაგან+ — ხელდაისგან, ტობიასა და იედაიასგან, მიდი იმ დღეს და ბაბილონიდან მოსულ ამ კაცებთან ერთად შედი იოშიას, ცეფანიას+ ვაჟის სახლში.
11 აიღე ოქრო-ვერცხლი, გააკეთე დიდებული გვირგვინი,+ თავზე დაადგი მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის ვაჟს,
12 და უთხარი:
აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი კაცი+ — ყლორტია+ მისი სახელი. აღმოცენდება ის თავისი ადგილიდან და ააშენებს იეჰოვას ტაძარს.+
13 ის ააშენებს იეჰოვას ტაძარს და განდიდდება.+ დაჯდება თავის ტახტზე და იმმართველებს, იჯდება თავის ტახტზე+ და მღვდლობასაც გასწევს; ერთმანეთთან შეთანხმებული+ იქნება ეს ორი მოვალეობა.
14 სამახსოვროდ+ დარჩებათ დიდებული გვირგვინი იეჰოვას ტაძარში ხელემს, ტობიას, იედაიასა+ და ხენს, ცეფანიას ვაჟს.
15 შორს მყოფნიც მოვლენ და ააშენებენ იეჰოვას ტაძარს“.+ მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან.+ მოხდება ეს, თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას».+