ზაქარია 7:1—14
7 მეფე დარიოსის+ მეფობის მეოთხე წელს, მეცხრე თვის, ქისლევის,+ მეოთხე დღეს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა ზაქარიას.
2 გაგზავნა ბეთელმა შარეცერი, რეგემ-მელექი და მისი ხალხი იეჰოვას გულის მოსალბობად,+
3 რომ ეკითხათ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სახლის მღვდლებისთვის+ და წინასწარმეტყველთათვის: „ვიტირო მეხუთე+ თვეს და ვიმარხულო, რასაც მრავალი წელი ვაკეთებ?“+
4 კვლავ გამომეცხადა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სიტყვა:
5 «უთხარი ამ მიწის ხალხს და მღვდლებს: „როცა სამოცდაათი+ წელი მარხულობდით+ და მოთქვამდით მეხუთე და მეშვიდე თვეს,+ განა ჩემთვის მარხულობდით?!+
6 და როცა ჭამდით და სვამდით, განა თქვენთვის არ ჭამდით და სვამდით?!
7 განა არ უნდა ემორჩილებოდეთ იეჰოვას სიტყვებს,+ რასაც წინათ წინასწარმეტყველთა+ პირით გიცხადებდათ, როცა იერუსალიმი თავისი მიმდებარე ქალაქებითურთ ჯერ კიდევ დასახლებული და უზრუნველი იყო და როცა დასახლებული იყო ნეგებიცა+ და შეფელაც?!“»+
8 კვლავ გამოეცხადა ზაქარიას იეჰოვას სიტყვა:
9 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჭეშმარიტი სამართლით გაასამართლეთ+ და სიკეთითა*+ და წყალობით+ მოეპყარით ერთმანეთს;
10 ნურაფერს გამოსძალავთ ქვრივს+ და უმამო ბავშვს,+ ხიზანსა+ და საწყალს,+ ბოროტს ნუ განიზრახავთ გულში+ ერთმანეთის მიმართ“.
11 მაგრამ მათ არ ისურვეს ყურის დაგდება,+ ჯიუტად მაქცევდნენ ზურგს+ და უგრძნობი გაიხადეს ყური, რომ არ მოესმინათ.+
12 გაიქვავეს გული,+ რომ არ დამორჩილებოდნენ კანონს+ და იმ სიტყვებს, რომლებიც წინათ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გაუგზავნა თავისი სულით+ წინასწარმეტყველთა+ პირით; ამიტომ ძლიერ განრისხდა ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+
13 როგორც მე მოვუხმობდი და ისინი არ მისმენდნენ,+ ასევე მეც არ ვუსმენდი,+ როცა ისინი მომიხმობდნენ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
14 გაშმაგებით მიმოვფანტე ისინი მათთვის უცნობ+ ხალხებში,+ და გაპარტახდა მიწა მათ შემდეგ, არავინ იყო იქ გამვლელი, არავინ დაბრუნებულა იქ.+ ისე გააპარტახეს სანუკვარი მიწა,+ რომ გაოგნდება კაცი».
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.