ზაქარია 9:1—17
9 განაჩენი:+
„იეჰოვა ხადრაქის მიწის წინააღმდეგ წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც დამასკოზეა+ დავანებული (რადგან იეჰოვას თვალი დაჰყურებს ადამიანებს+ და ისრაელის ყველა ტომს),
2 ასევე ხამათის+ წინააღმდეგ, რომელიც მას ესაზღვრება, და ტვიროსის+ და სიდონის+ წინააღმდეგ, რადგან ძალიან დაბრძენდა.+
3 სიმაგრე აიშენა ტვიროსმა, მტვერივით დაიგროვა ვერცხლი და ქუჩის ტალახივით დაიხვავა ოქრო.+
4 აი, იეჰოვა განდევნის მას და ზღვაში დასცემს მის ჯარს,+ ცეცხლით შთაინთქმება ის.+
5 დაინახავს აშკელონი და შეშინდება, ღაზას მწვავე ტკივილები შეიპყრობს, ეკრონსაც+ იგივე დაემართება, რადგან შერცხვება მისი იმედი.+ მოისპობა მეფე ღაზაში და გაუკაცრიელდება აშკელონი.+
6 უკანონო+ ძე დამკვიდრდება აშდოდში+ და მოვსპობ ფილისტიმელთა+ სიამაყეს.
7 პირიდან მოვაშორებ სისხლს და კბილებიდან+ სისაძაგლეებს, თავად ის კი ჩვენს ღმერთს დარჩება. ის თავკაცს+ დაემსგავსება იუდაში,+ ეკრონი კი იებუსელივით+ გახდება.
8 საგუშაგოდ დავბანაკდები ჩემი სახლის+ დასაცავად და ვერავინ გაივლის და ვერავინ გამოივლის იქ. მეთვალყურე+ აღარ გაივლის მათ შორის, რადგან ახლა ჩემი თვალით ვხედავ ამას.+
9 გაიხარე, სიონის ასულო!+ სიხარულით იყიჟინე,+ იერუსალიმის ასულო! აი, შენი მეფე+ მოდის შენთან!+ მართალი და დახსნილია ის,+ თავმდაბალია,+ ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული.+
10 მოვსპობ საომარ ეტლს ეფრემში და ცხენს იერუსალიმში,+ მოისპობა საბრძოლო მშვილდი.+ ის მშვიდობას გაუცხადებს ხალხებს+ და იმმართველებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან* დედამიწის კიდეებამდე.+
11 შენ კი შენთან დადებული შეთანხმების სისხლის+ საფუძველზე გაგითავისუფლებ პატიმრებს+ უწყლო ორმოდან.
12 დაბრუნდით ციხესიმაგრეში,+ იმედიანო პატიმრებო!+
დღეს გეუბნები, რომ ორმაგ წილს მოგცემ.+
13 ჩემი მშვილდივით მოვზიდავ იუდას, ეფრემით გავმართავ მშვილდს. საბერძნეთო,+ შენი ძეების+ წინააღმდეგ გავაღვიძებ, სიონო, შენს ძეებს, და ძლიერი კაცის მახვილივით გაქცევ.+
14 იეჰოვა გამოჩნდება მათ ზემოთ+ და ელვასავით გამოვა მისი ისარი.+ უზენაესი უფალი იეჰოვა ჩაჰბერავს საყვირს+ და სამხრეთის გრიგალით ივლის.+
15 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა დაიცავს მათ; შთანთქავენ ისინი+ და დაიმორჩილებენ შურდულის ქვებს. დალევენ+ და ახმაურდებიან, თითქოს ღვინო დაულევიათო. თასივით აივსებიან, სამსხვერპლოს კუთხეებივით.+
16 იეჰოვა, მათი ღმერთი იხსნის მათ+ იმ დღეს, როგორც თავისი ხალხის ფარას.+ გვირგვინში ჩასმული ქვებივით იქნებიან ისინი და იბრწყინებენ მის მიწაზე.+
17 რაოდენ კარგია+ ის და რაოდენ დიდია მისი მშვენება!+ მარცვლეული გააძლიერებს ჭაბუკებს და ახალი ღვინო — ქალწულებს“.+
სქოლიოები
^ ანუ ევფრატიდან.