იაკობი 4:1—17
4 რა იწვევს თქვენ შორის ომსა და დავას? განა თქვენივე სხეულის ნაწილებში მებრძოლი ვნებები არა?!+
2 გინდათ, მაგრამ არა გაქვთ. ხოცავთ+ ერთმანეთს და შურით გსურთ,+ მაგრამ ვერ ღებულობთ. დავობთ და ომობთ.+ არა გაქვთ, რადგან არ თხოულობთ.
3 თხოულობთ, მაგრამ ვერ ღებულობთ, რადგან ცუდი განზრახვით თხოულობთ,+ საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად.+
4 მრუშებო,+ განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა?+ ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა+ უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება.+
5 ხომ არ გგონიათ, რომ ტყუილუბრალოდ არის დაწერილი: „ჩვენში ჩასახლებულ სულს+ შურისკენ მიდრეკილების გამო აქვს ძლიერი წადილი“?
6 მაგრამ წყალობა, რომელსაც ის ავლენს, უფრო დიდია.+ ამიტომ ნათქვამია: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება,+ თავმდაბლების მიმართ კი წყალობას ავლენს“.+
7 დაემორჩილეთ+ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს+ და გაიქცევა თქვენგან.+
8 დაუახლოვდით ღმერთს+ და ისიც დაგიახლოვდებათ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილებო,+ და განიწმინდეთ გულები,+ მერყევებო.+
9 იდარდეთ, იგლოვეთ და იტირეთ.+ თქვენი სიცილი გლოვად იქცეს და სიხარული — სევდად.+
10 დაიმდაბლეთ თავი იეჰოვას წინაშე+ და ის აგამაღლებთ.+
11 ძმებო, ნუღარ დაძრახავთ ერთმანეთს.+ ვინც თავის ძმას ძრახავს ან ასამართლებს,+ კანონს ძრახავს და კანონს ასამართლებს. და თუ კანონს ასამართლებ, მოსამართლე გამოდიხარ და არა კანონის შემსრულებელი.+
12 ერთია კანონმდებელი და მოსამართლე.+ მხოლოდ მას შეუძლია ხსნაც და მოსპობაც.+ შენ ვინა ხარ, მოყვასს რომ ასამართლებ?+
13 ახლა თქვენ მისმინეთ, ვინც ამბობთ, დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთი წელი დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოგებას ვნახავთო.+
14 ის კი არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე,+ რადგან ბურუსივით ხართ, რომელიც ცოტა ხნით ჩნდება, მერე კი ქრება.+
15 პირიქით, უნდა ამბობდეთ, თუ იეჰოვა ინებებს+ და ვიცოცხლებთ, ან ამას გავაკეთებთ, ან იმასო.+
16 თქვენ კი ამაყობთ თავდაჯერებული კვეხნით.+ ყოველი ასეთი სიამაყე ბოროტებაა.
17 ვინც იცის, რა არის სწორი, მაგრამ არ აკეთებს,+ ცოდვად ეთვლება.+