იაკობი 5:1—20

5  იტირეთ, მდიდრებო,+ და იღრიალეთ იმ უბედურებათა გამო, თავს რომ დაგატყდებათ!+  სიმდიდრე დაგილპათ და ტანსაცმელი ჩრჩილმა შეგიჭამათ.+  ოქრო და ვერცხლი დაგიჟანგდათ. ეს ჟანგი დაამოწმებს თქვენ წინააღმდეგ და ხორცს შემოგაჭამთ. ის, რაც ბოლო დღეებში+ დააგროვეთ,+ ცეცხლივით+ არის.  აი, ღაღადებს+ გასამრჯელო, რომელიც თქვენი ყანების მომკელ მუშებს დაუკავეთ,+ მომკელები კი შველას ითხოვენ.+ მათმა ღაღადმა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ყურამდე მიაღწია.+  დედამიწაზე ფუფუნებაში ცხოვრობდით და განცხრომას ეძლეოდით.+ დაკვლის დღეს დაისუქეთ გულები.+  თქვენ მსჯავრი დასდეთ მართალს და მოკალით. განა ის არ გეწინააღმდეგებათ?+  ძმებო, მაშ, მოითმინეთ უფლის მოსვლამდე*.+ აი, ელოდება მიწათმოქმედი ძვირფას ნაყოფს და მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმას.+  თქვენც მოითმინეთ,+ განიმტკიცეთ გულები, რადგან მოახლოვდა უფლის მოსვლის დრო.+  ძმებო, ნუ დრტვინავთ* ერთმანეთის წინააღმდეგ, რათა არ გასამართლდეთ.+ აი, მოსამართლე კართან დგას.+ 10  ძმებო, გაუძელით ბოროტებას+ და მოითმინეთ+ იმ წინასწარმეტყველების+ მსგავსად,+ რომლებიც იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ.+ 11  ჩვენ ბედნიერებს ვუწოდებთ მათ, ვინც მოითმინა.+ თქვენ გსმენიათ იობის+ მოთმინებაზე და გინახავთ, ბოლოს რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის,+ რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა.+ 12  რაც მთავარია, ჩემო ძმებო, ნუღარ დაიფიცებთ ნურც ზეცას, ნურც დედამიწას და ნურც სხვა რამეს.+ თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა, რათა არ გასამართლდეთ.+ 13  დაატყდა რომელიმე თქვენგანს ბოროტება? გამუდმებით ილოცოს.+ კარგ ხასიათზეა რომელიმე თქვენგანი? ფსალმუნები იმღეროს.+ 14  ავად არის რომელიმე თქვენგანი?+ მოუხმოს კრების უხუცესებს,+ მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ+ მას იეჰოვას სახელით. 15  რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს.+ იეჰოვა წამოაყენებს მას+ და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება.+ 16  ამიტომ გულახდილად აღიარეთ+ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ.+ მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს, რადგან სრულდება.+ 17  ელიაც ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო,+ მაგრამ ილოცა, რომ წვიმა არ მოსულიყო+ და არც მოსულა სამ წელსა და ექვს თვეს. 18  კვლავ ილოცა, წამოვიდა წვიმა და აღმოცენდა ნაყოფი.+ 19  ჩემო ძმებო, თუ რომელიმე თქვენგანი ჭეშმარიტებიდან გადაუხვევს, მაგრამ სხვა მოაბრუნებს მას,+ 20  იცოდეთ, რომ ვინც ცოდვილს მცდარი+ გზიდან მოაბრუნებს, სიკვდილისგან იხსნის მის სულს*+ და უამრავ ცოდვას დაფარავს.+

სქოლიოები

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.
სიტყვასიტყვით — ოხრავთ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.