იგავები 1:1—33

1  ეს არის ისრაელის მეფის,+ დავითის ძის,+ სოლომონის+ იგავები+  სიბრძნის+ შესაცნობად და დასარიგებლად*,+ რომ ჩასწვდე სიტყვებს, რომლებშიც გაგების უნარი+ ვლინდება,  მიიღო დარიგება,+ რომლისგანაც მომდინარეობს: წვდომის უნარი,+ სიმართლე,+ სამართლიანობა,+ პატიოსნება;+  რათა გამოუცდელებს მიეცეთ წინდახედულობა,+ ახალგაზრდებს კი — ცოდნა+ და ჭკუა.+  ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის;+ კაცი, რომელსაც გაგების უნარი აქვს, გონივრული მითითებით იხელმძღვანელებს,+  რათა გაიგოს იგავი და თავსატეხი,+ ბრძენთა სიტყვები+ და მათი გამოცანები.+  იეჰოვას შიში ცოდნის სათავეა.+ უგუნურებს სძულთ სიბრძნე და დარიგება.+  მოისმინე, შვილო*, მამაშენის დარიგება+ და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ,+  რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენი თავისთვის+ და ლამაზი ყელსაბამი შენი ყელისთვის.+ 10  შვილო, თუ ცოდვილები შენ შეცდენას შეეცდებიან, ნუ დაჰყვები.+ 11  თუ გეტყვიან: „წამოგვყევი, ჩავუსაფრდეთ მსხვერპლს და სისხლი დავღვაროთ;+ უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ უდანაშაულოს;+ 12  ცოცხლად ჩავყლაპოთ,+ როგორც სამარე*+ ყლაპავს, მთლიანად, როგორც საფლავი* შთანთქავს;+ 13  ვიპოვოთ ძვირფასეულობა;+ ნაძარცვით+ ავივსოთ სახლები; 14  ჩვენთან უნდა ყარო წილი, ერთი ქისა გვექნება ყველას“,+ 15  შვილო, ნუ გაჰყვები მათ.+ მოარიდე ფეხი მათ სავალს.+ 16  ფეხი ბოროტებისკენ გაურბით+ და მუდამ სისხლის ღვრას ესწრაფვიან.+ 17  არავინ შლის ფრინველთა თვალწინ ბადეს.+ 18  ამიტომაც უსაფრდებიან მსხვერპლს სისხლის დასაღვრელად;+ მათ სულებს უდარაჯდებიან.+ 19  ასეთია მათი გზა, ვინც უსამართლო მოგებას იხვეჭს.+ ეს სულს ართმევს მის მფლობელებს.+ 20  ჭეშმარიტი სიბრძნე+ ქუჩაში გაჰყვირის,+ მოედნებზე ისმის მისი ხმა.+ 21  ხმაურიანი ქუჩების თავში იძახის,+ ქალაქში შესასვლელ კარიბჭეებთან ამბობს თავის სიტყვას:+ 22  „გამოუცდელებო, როდემდე უნდა გიყვარდეთ გამოუცდელობა?+ დამცინავებო, როდემდე უნდა გქონდეთ დაუფარავი დაცინვის სურვილი?+ სულელებო, როდემდე უნდა გძულდეთ ცოდნა?+ 23  მობრუნდით, როცა შეგაგონებთ+ და ჩემს სულს გადმოვღვრი თქვენზე;+ ჩემს სიტყვებს გაგაგებინებთ.+ 24  მე გეძახით, მაგრამ თქვენ არ გსურთ მოსმენა;+ ხელს ვიწვდი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს.+ 25  ჩემს ყველა რჩევას უგულებელყოფთ+ და არ იღებთ ჩემს შეგონებას.+ 26  მეც გავიცინებ თქვენს უბედურებაზე+ და დაგცინებთ, როცა შეგემთხვევათ ის, რაც გაშინებთ;+ 27  როცა ქარიშხალივით დაგატყდებათ ის, რისიც გეშინიათ; როცა გრიგალივით+ მოვარდება თქვენი უბედურება; როცა გასაჭირი და ძნელი დრო დაგიდგებათ.+ 28  მაშინ დამიძახებენ, მაგრამ არ ვუპასუხებ.+ ძებნას დამიწყებენ, მაგრამ ვერ მიპოვიან,+ 29  რადგან შეიძულეს ცოდნა+ და იეჰოვას შიში არ ირჩიეს.+ 30  ჩემს რჩევას არ დაჰყვნენ+ და ჩემი შეგონება უგულებელყვეს.+ 31  თავიანთი გზის ნაყოფს იგემებენ+ და თავიანთი რჩევებით გაძღებიან.+ 32  გამოუცდელებს განდგომილება+ დაღუპავს+ და სულელებს დაუდევრობა მოსპობს.+ 33  ის კი, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ+ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“.+

სქოლიოები

ებრაულში ამ სიტყვას უფრო ფართო გაგება აქვს და შეიძლება ითარგმნოს, როგორც აღზრდა, დასჯა, შეგონება, რჩევა-დარიგება. ეს სიტყვა გვხვდება ამ თავის მე-3, მე-7 და მე-8 მუხლებშიც.
იგავებში შვილად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნიშნავს ვაჟს.
სიტყვასიტყვით — ორმო.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.