იგავები 10:1—32

10  სოლომონის იგავები.+ ბრძენი შვილი მამას ახარებს,+ სულელი კი დედის დარდია.+  ბოროტთა განძი უსარგებლოა,+ სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.+  იეჰოვა მართლის სულს არ მოაშივებს,+ ბოროტთა საწადელს კი გააქარწყლებს.+  ვინც მოდუნებული ხელით მუშაობს, ცოტას მიიღებს,+ მუყაითის ხელი კი სიმდიდრეს მოიხვეჭს.+  წვდომის უნარის მქონე შვილი ზაფხულში აგროვებს, შემარცხვენელ შვილს კი ღრმად სძინავს მოსავლის აღების დროს.+  მართლის თავზე კურთხევაა,+ ბოროტთა ბაგეები კი ძალადობას ფარავს.+  მართლის კარგი სახელი კურთხევაა,+ ბოროტთა სახელი კი გაიხრწნება.+  გულით ბრძენი მცნებებს+ ყურად იღებს, სულელს კი თავისი ბაგეები დაღუპავს.+  უმწიკვლოდ მოსიარულე უსაფრთხოდ+ ივლის, თავისი გზის გამმრუდებელი კი თავის თავს გაამხელს.+ 10  ვინც კაცს თვალს უკრავს, ტკივილს მიაყენებს+ მას, სულელს კი თავისი ბაგეები დაღუპავს.+ 11  მართლის ბაგეები სიცოცხლის წყაროა,+ ბოროტთა ბაგეები კი ძალადობას ფარავს.+ 12  სიძულვილი შუღლს აღვივებს,+ სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.+ 13  გაგების უნარის მქონე კაცის ბაგეებზე სიბრძნე იპოვება,+ უგუნურის* ზურგს კი ჯოხი მოხვდება.+ 14  ბრძენი ცოდნას იუნჯებს,+ სულელის ბაგეები კი ახლოა განადგურებასთან.+ 15  მდიდარი კაცისთვის ქონება ძლიერი ქალაქია,+ ღარიბისთვის დაღუპვაა სიღატაკე.+ 16  მართლის საქმეებს სიცოცხლე მოაქვს,+ ბოროტის ნაყოფი კი ცოდვაა.+ 17  ვინც დარიგებას* იღებს, სხვას სიცოცხლის ბილიკს უჩვენებს,+ ხოლო ვინც შეგონებას უგულებელყოფს, გზას უმრუდებს.+ 18  სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს,+ ცუდი ხმების გამავრცელებელი სულელია.+ 19  ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია,+ ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა.+ 20  მართლის ენა ხალასი ვერცხლია,+ ბოროტის გულს კი ჩალის ფასი აქვს.+ 21  მართლის ბაგეები მრავალს მწყემსავს,+ ბრიყვი კი უგუნურებით იღუპავს თავს.+ 22  იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს+ კაცს და თან არ სდევს ტკივილი.+ 23  სულელს თავაშვებულობა იტაცებს,+ გამჭრიახს კი — სიბრძნე.+ 24  ბოროტს ის შეემთხვევა, რისიც ეშინია,+ მართალს კი ის მიეცემა, რაც სურს.+ 25  ბოროტი ქარიშხალთან ერთად გადავა,+ მართლის საძირკველი კი მარადიულად იქნება.+ 26  როგორც ძმარია კბილებისთვის და კვამლი — თვალებისთვის, ისეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.+ 27  იეჰოვას შიში კაცს დღეებს მატებს,+ ბოროტის წლები კი შემცირდება.+ 28  მართალს მოლოდინი ახარებს,+ ბოროტის იმედი კი გაქარწყლდება.+ 29  იეჰოვას გზა უმწიკვლოსთვის ციხესიმაგრეა,+ სიავის მქნელნი კი დაიღუპებიან.+ 30  მართალი სამარადისოდ არ წაბორძიკდება,+ ბოროტი კი ვერ დამკვიდრდება დედამიწაზე.+ 31  მართლის ბაგეთა ნაყოფი სიბრძნეა,+ უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.+ 32  მართლის ბაგეები სიკეთეს შეიცნობს,+ ბოროტის ბაგეები კი უკუღმართია.+

სქოლიოები

იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.