იგავები 12:1—28
12 დარიგების* მოყვარულს ცოდნა უყვარს,+ შეგონების მოძულე კი უგუნურია.+
2 კარგ ადამიანს იეჰოვა იწონებს,+ ბოროტი ზრახვების მქონეს კი დამნაშავედ აღიარებს.+
3 კაცი ბოროტებით ვერ განმტკიცდება,+ მართალთა ფესვები კი არ შეირყევა.+
4 მარჯვე ცოლი ქმრის* გვირგვინია,+ ხოლო ცოლი, რომელიც სამარცხვინოდ იქცევა, ძვლებს ულპობს მას.+
5 მართლები იმას ფიქრობენ, რაც სამართლიანია,+ ბოროტთა ხელმძღვანელობა კი მზაკვრობაა.+
6 ბოროტთა სიტყვები სისხლის ღვრისთვის ჩასაფრების ტოლფასია,+ მართლებს კი თავიანთი ბაგეები დაიხსნის.+
7 ბოროტები დაემხობიან და აღარ იქნებიან,+ მართალთა სახლი კი იდგება.+
8 გონივრული ლაპარაკი ადამიანს ქებას მოუტანს,+ უკუღმართი გულის პატრონს კი შეიძულებენ.+
9 ჯობია ათვალწუნებული იყო და მსახური გყავდეს, ვიდრე საკუთარ თავს განადიდებდე და პური გენატრებოდეს.+
10 მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს,+ ბოროტთა წყალობაც კი სისასტიკეა.+
11 ვინც თავის მიწას ამუშავებს, პურით გაძღება,+ ხოლო ვინც ამაოებას ესწრაფვის, უგუნურია*.+
12 უკეთურს ბოროტთა მიერ ბადით დაჭერილი მსხვერპლი სურს;+ მართალთა ფესვი ნაყოფს გამოიღებს.+
13 ცოდვილი ბაგეები მახეში გააბამს ბოროტს,+ მართალი კი თავს დაიხსნის გასაჭირიდან.+
14 კაცი თავისი ბაგის ნაყოფით მოიმკის ყოველივე კარგს+ და ყველაფერი დაუბრუნდება, რაც კი საკუთარი ხელით უკეთებია.+
15 უგუნურს თავისი გზა სწორი ჰგონია,+ რჩევის მომსმენი კი ბრძენია.+
16 უგუნური იმავე დღეს ამჟღავნებს წყენას,+ წინდახედული კი ფარავს სირცხვილს.+
17 ერთგული კაცი სიმართლეს ლაპარაკობს,+ ცრუმოწმე კი — სიცრუეს.+
18 დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის,+ ბრძენის ენა კი კურნავს.+
19 ჭეშმარიტების მოლაპარაკე ბაგე+ სამუდამოდ განმტკიცდება,+ სიცრუის მოლაპარაკე ენა კი თვალის დახამხამებაში გაქრება.+
20 ავისმზრახველს გულში მზაკვრობა აქვს,+ მშვიდობისმოყვარეს კი — სიხარული.+
21 მართალს საზიანო არაფერი შეემთხვევა,+ ბოროტებს კი მრავალი უბედურება დაატყდებათ.+
22 ცრუ ბაგეები სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ ერთგულები კი სასურველნი არიან მისთვის.+
23 წინდახედული კაცი ცოდნას ფარავს,+ სულელის გული კი სისულელეს როშავს.+
24 მუყაითის ხელი იხელმწიფებს,+ მოდუნებული ხელი კი მონურად იმუშავებს.+
25 წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს,+ კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს.+
26 მართალი თავის საძოვარს ათვალიერებს, ბოროტები კი თავიანთ გზაზე დაეხეტებიან.+
27 ზარმაცი ნადირს არ გაედევნება;+ გულმოდგინება ძვირფასი სიმდიდრეა.
28 სიმართლის გზაზე სიცოცხლეა+ და მის ბილიკებზე სიარულს სიკვდილი არ მოაქვს.+