იგავები 14:1—35
14 ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს,+ უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.+
2 სიმართლით მავალი იეჰოვას მოშიშია,+ გზაგამრუდებული კი არაფრად აგდებს მას.+
3 უგუნურის სიტყვები ამპარტავნობის ჯოხია;+ ბრძენს თავისივე ბაგეები დაიცავს.+
4 სადაც საქონელი არ არის, იქ ბაგაც სუფთაა, უხვი მოსავალი კი ხარის ძალით მოდის.
5 ერთგული მოწმე ტყუილს არ იტყვის,+ ცრუმოწმე კი აფრქვევს სიცრუეს.+
6 დამცინავი სიბრძნის პოვნას ცდილობს, მაგრამ ამაოდ; მისთვის კი, ვისაც გაგების უნარი აქვს, ცოდნის მიღება ადვილია.+
7 ჩამოშორდი სულელ კაცს,+ თორემ ვერ ნახავ ცოდნით მეტყველ ბაგეებს.+
8 წინდახედულის სიბრძნე იმაშია, რომ ესმის, რა გზას ადგას;+ უგუნურთა სისულელე კი ის არის, რომ სხვებსაც ატყუებენ და საკუთარ თავსაც.+
9 უგუნური თავის დანაშაულზე იცინის,+ მართალთა შორის კი თანხმობაა.+
10 გული გრძნობს სულის სიმწარეს;+ მის სიხარულს უცხო ვერ გაიზიარებს.
11 ბოროტთა სახლი მოისპობა,+ მართალთა კარავი კი აყვავდება.+
12 არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,+ მისი ბოლო კი სიკვდილია.+
13 კაცს სიცილის დროსაც კი შეიძლება სტკიოდეს გული;+ მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე.+
14 გულით ურწმუნოს თავისი გზის ნაყოფი აკმაყოფილებს,+ კარგ ადამიანს კი — თავისი საქმეების ნაყოფი.+
15 გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა,+ წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.+
16 ბრძენს შიში აქვს და ზურგს აქცევს ბოროტებას,+ უგუნური კი რისხდება და თავდაჯერებულია.+
17 ვინც სწრაფად რისხდება, უგუნურებას ჩაიდენს;+ ჭკვიანი კაცი მოძულებულია.+
18 გამოუცდელები გაუგუნურდებიან,+ წინდახედულებს კი ცოდნა თავსაბურავად ექნებათ.+
19 უკეთურები ქედს მოიხრიან კარგი ხალხის წინაშე,+ ბოროტები — მართალთა კარიბჭეებთან.
20 ღარიბი თავის მოძმესაც კი სძულს,+ ხოლო მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს.+
21 ვისაც თავისი მოძმე სძულს, სცოდავს;+ ვინც დაჩაგრულს სწყალობს, ბედნიერია.+
22 განა ავისმზრახველები უგზო-უკვლოდ არ დაეხეტებიან?!+ სიკეთე* და ჭეშმარიტება კი მათთანაა, ვინც კარგს განიზრახავს.+
23 ყოველგვარი შრომა სასარგებლოა,+ ცარიელ ლაპარაკს კი სიდუხჭირე მოაქვს.
24 ბრძენთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა; უგუნურთა სისულელე კი უგუნურებაა.+
25 ჭეშმარიტი მოწმე სულებს დაიხსნის,+ მატყუარა კი მხოლოდ სიცრუეს აფრქვევს.+
26 იეჰოვას შიში კაცისთვის მტკიცე იმედია,+ მის ვაჟებს თავშესაფარი ექნებათ.+
27 იეჰოვას შიში სიცოცხლის ჭაა,+ სიკვდილის მახეს განმრიდებელი.+
28 ხალხის სიმრავლე მეფეს ამშვენებს,+ მოსახლეობის სიმცირე კი ღუპავს მთავარს.+
29 რისხვაში ნელი კაცი გამჭრიახია,+ მოუთმენელი კი — უგუნურების განმადიდებელი.+
30 მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა,+ შური კი — ძვლების ლპობა.+
31 ვინც საწყალს რამეს გამოსტყუებს, მის შემოქმედს შეურაცხყოფს,+ ხოლო ვინც ღარიბს სწყალობს, განადიდებს მას.+
32 ბოროტი თავისი ბოროტებით დაეცემა,+ მართალი კი თავის უმწიკვლობას შეაფარებს თავს.+
33 გაგების უნარის მქონე კაცს სიბრძნე გულში აქვს,+ სულელები კი მას ყველას ამცნობენ.
34 სიმართლე ხალხს განადიდებს,+ ცოდვა კი ერების სირცხვილია.+
35 მეფისთვის მოსაწონია მსახური, რომელიც წვდომის უნარს ავლენს,+ სამარცხვინოდ მოქმედი კი მის რისხვას დაიტეხს.+
სქოლიოები
^ იხილეთ 3:3-ის სქოლიო.