იგავები 16:1—33

16  გულის ზრახვები ადამიანს ეკუთვნის,+ ენის პასუხი კი იეჰოვასგან არის.+  კაცის თვალში ყველა გზა სუფთაა,+ სულებს კი იეჰოვა აფასებს.+  შენი საქმეები იეჰოვას მიანდე+ და შენი გეგმები განმტკიცდება.+  იეჰოვამ ყველაფერი საკუთარი მიზნისთვის შექმნა;+ თვით ბოროტიც — ბოროტების დღისთვის.+  ყველა გულით ამაყი სისაძაგლეა იეჰოვასთვის.+ ხელი ხელსაც რომ დაჰკრან, სასჯელს ვერ გაექცევიან.+  სიკეთითა* და ჭეშმარიტებით მიტევებული იქნება დანაშაული;+ იეჰოვას შიშით ადამიანი ზურგს შეაქცევს ბოროტებას.+  თუ იეჰოვას კაცის გზა მოსწონს,+ მტერსაც კი მშვიდობიანად განაწყობს მისდამი.+  ჯობია ცოტა გქონდეს, მაგრამ სიმართლით,+ ვიდრე დიდი დოვლათი უსამართლობით.+  ადამიანის გული თავის გზებს გეგმავს,+ მის ნაბიჯებს კი იეჰოვა წარმართავს.+ 10  მეფის ბაგეზე ღვთის მიერ შთაგონებული გადაწყვეტილება უნდა იყოს;+ განაჩენის გამოტანისას მისი პირი ორგულობით არ უნდა ლაპარაკობდეს.+ 11  სწორი სასწორი და პინები იეჰოვას ეკუთვნის,+ აბგაში ჩასაწყობი ქვის საწონებიც მისი შექმნილია.+ 12  ბოროტების ქმნა სისაძაგლეა მეფეებისთვის,+ რადგან ტახტი სიმართლით განმტკიცდება.+ 13  სიმართლის მეტყველი ბაგეები მოსაწონია დიდებული მეფისთვის,+ პატიოსნად მოლაპარაკე კაცი უყვარს მას.+ 14  მეფის რისხვა სიკვდილის მაცნეა,+ ბრძენი კაცი კი აცხრობს მას.+ 15  მეფის ნათელი სახე სიცოცხლეა,+ მისი კეთილგანწყობა გაზაფხულის საწვიმარი ღრუბელივითაა.+ 16  რამდენად უკეთესია სიბრძნის შეძენა ოქროს შეძენაზე!+ გაგების უნარის შეძენა გერჩივნოს ვერცხლის შეძენას.+ 17  მართალთა გზა ბოროტებისთვის ზურგის შექცევაა.+ თავისი გზის დამცველი საკუთარ სულს იცავს.+ 18  სიამაყე წინ უძღვის დაცემას,+ ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას.+ 19  ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და თვინიერებთან იყო,+ ვიდრე პატივმოყვარეებთან იყოფდე ნადავლს.+ 20  ვინც საქმეში წვდომის უნარს ავლენს, ყოველივე კარგს პოვებს;+ ბედნიერია ის, ვინც იეჰოვაზეა მინდობილი.+ 21  გულით ბრძენზე იტყვიან, გაგების უნარი აქვსო;+ ტკბილი საუბარი კაცს დამაჯერებლობას მატებს.+ 22  წვდომის უნარი სიცოცხლის ჭაა მისი მფლობელისთვის,+ ხოლო უგუნურთა დარიგება* უგუნურებაა.+ 23  ბრძენის გული მის საუბარს წვდომის უნარს სძენს,+ მის ბაგეებს კი დამაჯერებლობას მატებს.+ 24  სასიამოვნო სიტყვები ფიჭასავითაა,+ სულისთვის ტკბილია და ძვლებისთვის განკურნება.+ 25  არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,+ მისი ბოლო კი სიკვდილია.+ 26  გამრჯე კაცი თავისთვის ირჯება,+ რადგან თავისივე პირი აიძულებს მას.+ 27  უვარგისი კაცი ბოროტებას თხრის,+ მისი ბაგეები მწველ ცეცხლსა ჰგავს.+ 28  კაცი, რომელიც ხრიკებს აწყობს, შუღლს თესავს;+ ცილისმწამებელი ახლობლებს აშორებს.+ 29  მოძალადე თავის მოძმეს შეაცდენს+ და ცუდი გზით წაიყვანს მას.+ 30  თვალებს რომ ახამხამებს, ხრიკებს აწყობს;+ ტუჩებს რომ კუმავს, ბოლომდე მიჰყავს თავისი ბოროტი ზრახვები. 31  ჭაღარა სილამაზის გვირგვინია,+ როცა სიმართლის გზაზე იპოვება.+ 32  რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია,+ თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს.+ 33  უბეში ყრიან კენჭს,+ მაგრამ ასე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იეჰოვასგანაა.+

სქოლიოები

იხილეთ 3:3-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.