იგავები 17:1—28

17  ხმელი პურის ნაჭერი და სიწყნარე სჯობია+ შესაწირავით სავსე სახლსა და დავას.+  მსახური, რომელიც წვდომის უნარს ავლენს, სამარცხვინოდ მოქმედ ძეზე იბატონებს+ და ძმებს შორის მიიღებს წილს მემკვიდრეობიდან.+  სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა, ქურა — ოქროსთვის,+ იეჰოვა კი გულების შემმოწმებელია.+  ბოროტმოქმედი საზიანო სიტყვებს აქცევს ყურადღებას;+ მატყუარა უბედურების მომტან ენას უგდებს ყურს.+  ღარიბის დამცინავი მის შემოქმედს შეურაცხყოფს;+ ვისაც სხვისი უბედურება ახარებს, დაუსჯელი არ დარჩება.+  მოხუცებულთა გვირგვინი შვილიშვილებია,+ შვილების მშვენება — მამები.+  უგუნურისთვის სიმართლის მეტყველი ბაგე შეუფერებელია.+ მით უმეტეს, სიცრუის მეტყველი ბაგე — წარჩინებულისთვის!+  მფლობელის თვალში ძღვენი ძვირფასი ქვაა, რითაც კეთილგანწყობას მოიპოვებს.+ სადაც კი მიდის, ხელი ემართება.+  ვინც სიყვარულს ესწრაფვის, ცოდვას ფარავს;+ ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს, ახლობლებს აშორებს ერთმანეთს.+ 10  გაგების უნარის მქონე კაცზე გაკიცხვა უფრო ძლიერად მოქმედებს,+ ვიდრე სულელზე — ასი დარტყმა.+ 11  ბოროტი მხოლოდ ურჩობისკენ ისწრაფვის;+ მკაცრია მის წინააღმდეგ გაგზავნილი მაცნე.+ 12  ჯობია კაცი ბელებწართმეულ დათვს გადაეყაროს,+ ვიდრე სულელს და მის უგუნურებას.+ 13  ვინც სიკეთეს ბოროტებით ზღავს,+ მის სახლს ბოროტება არ მოშორდება.+ 14  დავის დასაწყისი წყლის გაშვებას ჰგავს;+ სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას.+ 15  ბოროტის მართლად შემრაცხველი+ და მართლის ბოროტად შემრაცხველი+ — ორივე სისაძაგლეა იეჰოვასთვის.+ 16  რატომ აქვს სულელს სიბრძნის შეძენის საშუალება?+ მას ხომ გული არა აქვს.+ 17  ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია;+ ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა.+ 18  უგუნური* კაცი მოძმეს ხელს ართმევს+ და თავდებად უდგება.+ 19  ცოდვის მოყვარულს უთანხმოება უყვარს.+ ვინც თავის სახლს მაღალ შესასვლელს უკეთებს, დაღუპვის საფრთხეს იქმნის.+ 20  გულმრუდე კაცი კარგს ვერაფერს მიიღებს;+ ცუდი ენის პატრონს უბედურება ეწევა.+ 21  სულელი შვილი მამის დარდია;+ უგუნური შვილის მამა ვერ გაიხარებს.+ 22  მხიარული გული მკურნალივით არის,+ მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.+ 23  ბოროტი სხვისი უბიდან ქრთამს ამოიღებს+ სამართლიანობის ბილიკების გასამრუდებლად.+ 24  გაგების უნარის მქონეს სიბრძნე თვალწინ აქვს,+ სულელის თვალები კი დედამიწის კიდეს გაჰყურებს.+ 25  სულელი ვაჟი მამის ჯავრია+ და დედის სიმწარე.+ 26  არ არის კარგი მართლის დაჯარიმება.+ წარჩინებულს რომ დაარტყა, ეს სიმართლეს ეწინააღმდეგება.+ 27  ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება;+ გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია.+ 28  თუ დუმს, სულელიც კი ბრძენად ჩაითვლება,+ ხოლო პირმოკუმული — გაგების უნარის მქონედ.

სქოლიოები

იხილეთ 6:32-ის სქოლიო.