იგავები 18:1—24

18  განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს;+ იგი ყოველგვარი სიბრძნის* წინააღმდეგ მიდის.+  სულელს გამჭრიახობა კი არ ანიჭებს სიამოვნებას,+ არამედ იმის გამჟღავნება, რაც გულში აქვს.+  ბოროტის მოსვლასთან ერთად სიძულვილიც მოდის,+ სირცხვილთან ერთად — შეურაცხყოფაც.+  კაცის პირიდან გამოსული სიტყვები ღრმა წყალია;+ სიბრძნის ჭა მოჩუხჩუხე ნაკადულია.+  არც ბოროტისადმი მიკერძოებაა კარგი+ და არც მართლის გამტყუნება სასამართლოზე.+  სულელის ბაგეები დავაში ებმება+ და მისი პირი კაცს დასარტყმელად იწვევს.+  სულელს თავისი პირი ღუპავს,+ ბაგეები მახეა მისი სულისთვის.+  ცილისმწამებლის სიტყვებს ხარბად ყლაპავენ,+ მუცლის სიღრმემდე ჩადიან ისინი.+  საქმეში დაუდევარი+ დამღუპველის ძმაა.+ 10  იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია;+ მასში შერბის მართალი და დაცულია.+ 11  მდიდრისთვის ქონება ძლიერი ქალაქია,+ ის მას გალავნად წარმოუდგენია.+ 12  დაცემას წინ უსწრებს გადიდგულება,+ დიდებას კი — თავმდაბლობა.+ 13  მოსმენამდე პასუხის გაცემა+ უგუნურებაა და დამცირება.+ 14  კაცის სულს სნეულების მოთმენა შეუძლია,+ მაგრამ მწუხარე სულს ვინ აიტანს?+ 15  ვისაც გაგების უნარი აქვს, მისი გული ცოდნას იძენს;+ ბრძენის ყური ცოდნის მიღებას ესწრაფვის.+ 16  ძღვენი კაცს დიდ გასაქანს მისცემს+ და დიდებულ ხალხთანაც კი წაუძღვება.+ 17  სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალია,+ სანამ არ მოვა მისი მოძმე და ამხილებს მას.+ 18  წილისყრა შუღლს აცხრობს+ და ძლიერებსაც კი მშვიდობიანად აშორებს ერთმანეთს.+ 19  ძმა, რომლის წინააღმდეგაც შესცოდეს, ძლიერ ქალაქზე მეტად მიუდგომელია;+ ზოგი უთანხმოება კოშკის ურდულს ჰგავს.+ 20  კაცი თავისი ბაგის ნაყოფით გაივსებს მუცელს,+ თავისი ბაგეების ნაყოფით დანაყრდება.+ 21  სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია,+ მისი მოყვარული მის ნაყოფს შეჭამს.+ 22  იპოვა ვინმემ კარგი ცოლი?+ სიკეთე უპოვია.+ იეჰოვას კეთილგანწყობას იძენს იგი.+ 23  ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს,+ მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.+ 24  არიან მოძმეები, რომლებიც ერთმანეთის გასაგლეჯადაც კი მზად არიან;+ ზოგი მეგობარი კი ძმაზე ახლობელია.+

სქოლიოები

ანუ პრაქტიკული სიბრძნის.