იგავები 19:1—29
19 ღარიბი და უმწიკვლოდ მავალი სჯობია+ უსინდისო ბაგეების მქონესა და სულელს.+
2 არ არის კარგი, უცოდინარი იყოს კაცი*;+ ვინც ფეხს უჩქარებს, სცოდავს.+
3 კაცს თავისივე უგუნურება უმრუდებს გზას,+ მისი გული კი იეჰოვას ურისხდება.+
4 სიმდიდრე ბევრ მეგობარს სძენს კაცს,+ ღარიბს კი თავისი მეგობარიც შორდება.+
5 ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;+ სიცრუის მფრქვეველი ვერ გადარჩება.+
6 ბევრი ცდილობს წარჩინებულის გულის მოლბობას;+ ყველა უმეგობრდება მას, ვინც საჩუქრებს არიგებს.+
7 ღარიბი ყველა ძმას სძულს;+ მით უმეტეს, მის ახლო მეგობრებს უჭირავთ თავი შორს მისგან!+ ემუდარება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.+
8 ვინც გულს იძენს,+ მას თავისი სული უყვარს; ვინც გამჭრიახობას ინარჩუნებს, ის ყოველივე კარგს პოვებს.+
9 ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;+ სიცრუის მფრქვეველი დაიღუპება.+
10 სულელს არ შეჰფერის ფუფუნება,+ მით უმეტეს, მსახურს — მთავრებზე ბატონობა!+
11 წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს,+ სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის.+
12 მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვას ჰგავს,+ მისი კეთილგანწყობა კი — ბალახზე დაფენილ ნამს.+
13 სულელი ვაჟი მამისთვის უბედურებაა;+ ანჩხლი ცოლი მჟონავ სახურავს ჰგავს, კაცს შინ რომ არ დააყენებს.+
14 სახლი და სიმდიდრე მემკვიდრეობაა მამისგან,+ გონიერი ცოლი კი იეჰოვასგან არის.+
15 სიზარმაცემ ღრმა ძილი იცის;+ დაუდევარი სული იშიმშილებს.+
16 მცნების დამცველი თავის სულს იცავს;+ ვისთვისაც სულერთია, რა გზით დადის, მოკვდება.+
17 ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას;+ ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის.+
18 დასაჯე შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი;+ მის სიკვდილს ნუ მოისურვებ.+
19 მრისხანე კაცმა ჯარიმა გადაიხადოს;+ თუ გაუშვებ მას, ისევ და ისევ მოგიწევს ამის გაკეთება.+
20 მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება*,+ რათა საბოლოოდ დაბრძენდე.+
21 კაცი გულში ბევრ რამეს გეგმავს,+ მაგრამ შესრულდება ის, რასაც იეჰოვა განიზრახავს.+
22 კაცში სიკეთე* ფასობს;+ ღარიბი კაცი სჯობს მატყუარას.+
23 იეჰოვას შიშს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი;+ კმაყოფილი დაიძინებს+ და ცუდი არაფერი შეემთხვევა მას.+
24 ზარმაცი თასში ყოფს ხელს,+ მაგრამ პირთან ვერ მიაქვს.+
25 დამცინავს დაარტყი,+ რომ გამოუცდელმა წინდახედულობა შეიძინოს.+ გაგების უნარის მქონე შეაგონე, რომ ცოდნა მიიღოს.+
26 ვინც მამას ცუდად ეპყრობა და დედას თავიდან იშორებს,+ შემარცხვენელი და უღირსი შვილია.+
27 შვილო, თუ დარიგებას აღარ მოუსმენ, ბრძნული სიტყვებიდან გადაუხვევ.+
28 უვარგისი მოწმე სამართალს დასცინის,+ ბოროტ ხალხს სიავე სიამოვნებს.+
29 სასჯელი მზადაა დამცინავთათვის+ და დარტყმები — სულელთა ზურგისათვის.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
^ იხილეთ 3:3-ის სქოლიო.