იგავები 2:1—22

2  შვილო, თუ ჩემს სიტყვებს მიიღებ+ და ჩემს მცნებებს განძივით გაუფრთხილდები,+  ყურს მიაპყრობ სიბრძნეს,+ რომ გული გამჭრიახობისკენ+ მიმართო,  თუ ითხოვ, რომ გაგების უნარი გქონდეს,+ და გამჭრიახობას მოუხმობ,+  თუ მას ვერცხლივით მოძებნი+ და დამალული განძივით მოიძიებ,+  მაშინ გაიგებ, რა არის იეჰოვას შიში,+ და შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ,+  ვინაიდან იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს;+ მისი პირიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა.+  ის მართლებს უნახავს სიბრძნეს*+ და უმწიკვლოდ მავალთათვის ფარია,+  რადგან თვალყურს ადევნებს სამართლიანობის გზებს+ და თავის ერთგულთა გზას დაიფარავს.+  მაშინ გაიგებ, რა არის სიმართლე, სამართლიანობა და პატიოსნება — ყოველივე ის, რაც კარგია.+ 10  როცა სიბრძნე შევა შენს გულში+ და ცოდნა ეამება შენს სულს,+ 11  ჭკუა დაგიცავს+ და გამჭრიახობა დაგიფარავს;+ 12  დაგიხსნის ბოროტების გზიდან,+ უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან;+ 13  მათგან, ვინც სიმართლის გზას ტოვებს, რომ სიბნელის გზით იაროს;+ 14  მათგან, ვინც ბოროტების ჩადენით ხარობს,+ ვისაც ბოროტთა უკუღმართობა ახარებს;+ 15  მათგან, ვისი გზებიც მრუდეა და ვინც მზაკვრულად იქცევა.+ 16  დაგიხსნის უზნეო ქალისგან+ და ტკბილად მოუბარი+ უცხო ქალისგან, 17  რომელიც ტოვებს ახალგაზრდობის უახლოეს მეგობარს+ და რომელმაც თავისი ღვთის შეთანხმებაც კი დაივიწყა.+ 18  სიკვდილში იძირება მისი სახლი და მისი გზები უსიცოცხლოებთან მიდის.+ 19  ვერავინ, ვისაც კავშირი ჰქონდა მასთან, ვერ დაბრუნდება და ცოცხალთა გზას ვეღარ დაადგება.+ 20  ამას იმიტომ გეუბნები, რომ კარგი ადამიანების გზით იარო+ და მართალთა გზებზე დარჩე,+ 21  რადგან მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას+ და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე,+ 22  ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან+ და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან.+

სქოლიოები

ანუ პრაქტიკულ სიბრძნეს.