იგავები 20:1—30

20  ღვინო დამცინავია,+ მათრობელი სასმელი — ხმაურიანი;+ ვინც მის გამო გზას ასცდა, სიბრძნე არა აქვს.+  მეფის მრისხანება ლომის ბრდღვინვას ჰგავს;+ ვინც მას განარისხებს, საკუთარი სულის წინააღმდეგ სცოდავს.+  კაცისთვის დიდებაა დავისთვის თავის არიდება,+ ყოველი უგუნური კი ებმება მასში.+  ზარმაცი არ ხნავს ზამთარში;+ მკის დროს კი მათხოვრობას დაიწყებს, მაგრამ ვერაფერს მიიღებს.+  კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია,+ გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას.+  ბევრი ლაპარაკობს თავის სიკეთეზე*,+ მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?+  მართალი უმწიკვლობით დადის;+ ბედნიერნი არიან მისი ვაჟები.+  მეფე სასამართლო ტახტზე ზის,+ თვალებით ფანტავს ყოველგვარ ბოროტებას.+  ვინ იტყვის: გული გავისუფთავე+ და ცოდვისგან გავიწმინდეო?+ 10  ორნაირი საწონი და ორნაირი ეფა+ — ორივე სისაძაგლეა იეჰოვასთვის.+ 11  ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა.+ 12  მომსმენი ყური და მხედველი თვალი — ორივე იეჰოვას შექმნილია.+ 13  ძილი ნუ გეყვარება, რომ არ გაღარიბდე.+ გაახილე თვალები და პურით დანაყრდი.+ 14  „არ ვარგა, არ ვარგა!“ — ამბობს მყიდველი და მიდის,+ შემდეგ კი კვეხნას მოჰყვება.+ 15  არის ოქრო და მრავლად არის მარჯანიც; ცოდნით მეტყველი ბაგეები კი ძვირფასი ჭურჭელია.+ 16  აიღე იმის სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგა;+ თუ კაცმა უცხო ქალთან დაიჭირა საქმე, გირაო გამოართვი.+ 17  კაცს სიამოვნებას ჰგვრის სიცრუით შეძენილი პური,+ მაგრამ ბოლოს ხრეშით გაევსება პირი.+ 18  გეგმები რჩევით განმტკიცდება;+ გონივრული მითითებით წარმართე ბრძოლა.+ 19  ცილისმწამებელი საიდუმლოს ამხელს;+ ნუ დაუახლოვდები მას, ვისაც თავისი ბაგეები აცდუნებს.+ 20  დედ-მამის დამაწყევარს+ შებინდებისას ლამპარი ჩაუქრება.+ 21  თავიდან სიხარბით მოპოვებული მემკვიდრეობა+ მომავალში კურთხეული არ იქნება.+ 22  ნუ იტყვი: ბოროტებისთვის სამაგიეროს გადავუხდიო.+ იეჰოვას იმედი გქონდეს+ და ის გადაგარჩენს.+ 23  ორნაირი საწონი სისაძაგლეა იეჰოვასთვის+ და მატყუარა პინები არ არის კარგი.+ 24  იეჰოვა წარმართავს კაცის ნაბიჯებს.+ როგორ გაარჩიოს ადამიანმა თავისი გზა?+ 25  კაცი, რომელიც ნაჩქარევად იძახის: „წმინდაა!“+ და აღთქმის+ დადების შემდეგ იწყებს გადასინჯვას, მახეში ებმება.+ 26  ბრძენი მეფე ბოროტ ხალხს ფანტავს,+ ბორბალს გადაატარებს მათზე.+ 27  ადამიანის სუნთქვა+ იეჰოვას ლამპარია, მისი შიგნეულის გულდასმით გამომკვლეველი.+ 28  სიკეთე და ჭეშმარიტება იცავს მეფეს;+ ის სიკეთით განამტკიცებს თავის ტახტს.+ 29  ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა,+ მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა.+ 30  დაჟეჟილობა ბოროტებას აცილებს,+ დარტყმა კი წმენდს შიგნეულს.+

სქოლიოები

იხილეთ 3:3-ის სქოლიო.