იგავები 21:1—31
21 მეფის გული წყლის ნაკადებივითაა იეჰოვას ხელში;+ საითაც უნდა, იქით მიუშვებს.+
2 ადამიანის თვალში ყველა გზა სწორია,+ გულებს კი იეჰოვა აფასებს.+
3 სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია იეჰოვასთვის.+
4 ამპარტავანი თვალები და ქედმაღალი გული+ ბოროტების ლამპარი და ცოდვაა.+
5 მუყაითის გეგმები წარმატებულია,+ მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება.+
6 ცრუ ენით მოპოვებული განძი ორთქლივით ქრება+ სიკვდილის მძებნელთათვის.+
7 ბოროტებს მათივე ნაძარცვი წალეკავს,+ რადგან სამართლის ქმნა არ სურთ.+
8 უცხო კაცის გზა გამრუდებულია,+ ხოლო ვინც სუფთაა, სიმართლით მოქმედებს.+
9 სახურავის კუთხეში ცხოვრება სჯობია+ ანჩხლ ცოლთან ერთ სახლში ცხოვრებას.+
10 ბოროტის სულს ბოროტება სწადია;+ მისი მოძმე წყალობას ვერ პოვებს მის თვალში.+
11 დამცინავს თუ დააჯარიმებ, გამოუცდელი დაბრძენდება.+ ბრძენს თუ წვდომის უნარს მისცემ, ცოდნა შეემატება.+
12 მართალი* აკვირდება ბოროტის სახლს,+ ბოროტებს უბედურებას დაატეხს თავს.+
13 ვინც ღარიბის ჩივილზე ყურს დაიხშობს,+ თავადაც დაიწყებს ძახილს, მაგრამ პასუხს არავინ გასცემს.+
14 ფარულად მიცემული ძღვენი რისხვას აცხრობს+ და უბეში დამალული ქრთამი+ — მძვინვარებას.
15 მართალს სიმართლის ქმნა ახარებს,+ სიავის მქნელს კი საზარელი რამ დაატყდება თავს.+
16 ვინც წვდომის უნარს აღარ ავლენს,+ უსიცოცხლოთა კრებულში განისვენებს.+
17 მხიარულების მოყვარული სიდუხჭირეში იქნება;+ ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.+
18 ბოროტი მართლის გამოსასყიდია;+ ვერაგი მართლის ადგილზე აღმოჩნდება.+
19 უდაბნოში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან სიმწარეში ცხოვრებას.+
20 ძვირფასი განძი და ზეთი ბრძენის სამყოფელშია,+ სულელი კი აჩანაგებს მათ.+
21 ვინც სიმართლისა+ და სიკეთის* ქმნისკენ ისწრაფვის, სიცოცხლეს, სიმართლესა და დიდებას პოვებს.+
22 ბრძენი ძლიერის ქალაქშიც კი გადაძვრება, რომ დაამხოს მისი საიმედო სიმაგრე.+
23 თავისი ბაგეებისა და ენის დამცველი თავის სულს გასაჭირისგან იცავს.+
24 მას, ვინც რისხვაში კადნიერებას ავლენს, კადნიერი და თავდაჯერებული მკვეხარა ჰქვია.+
25 ზარმაცს თავისი წადილი მოკლავს, რადგან მის ხელებს შრომა არ სურთ.+
26 ის მთელი დღე რაღაცას ნატრულობს, მართალი კი ხელგაშლილად გასცემს.+
27 ბოროტის მსხვერპლი სისაძაგლეა,+ მით უმეტეს, როცა მას თავაშვებული კაცი სწირავს.+
28 ცრუმოწმე დაიღუპება,+ მომსმენი კაცი კი მარადიულად ილაპარაკებს.+
29 ბოროტი ურცხვად იყურება,+ მართალი კი გზას განიმტკიცებს.+
30 არ არსებობს სიბრძნე, გამჭრიახობა და რჩევა იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს.+
31 ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ,+ ხსნა კი იეჰოვასგანაა.+