იგავები 23:1—35

23  თუ მეფესთან ერთად საჭმელად დაჯდები, გულდასმით დააკვირდი, რა არის შენ წინაშე;+  ყელზე დანა მიიბჯინე, თუ შენი სული ძლიერი სურვილით არის შეპყრობილი.+  ნუ მოისურვებ მის გემრიელ კერძებს, რადგან ეს საკვები მატყუარაა.+  სიმდიდრის შეძენას ძალ-ღონეს ნუ შეალევ.+ საკუთარ გონებას* ნუ დაეყრდნობი.+  თვალს აპყრობ მას?+ ის ხომ არარაობაა! არწივის ფრთებს შეისხამს და ცაში გაფრინდება.+  ძუნწი თვალის მქონე კაცის საჭმელს ნუ შეჭამ,+ ნურც მის გემრიელ კერძებს მოისურვებ.+  ასეთ კაცს თავის სულში ყველაფერი გათვლილი აქვს;+ გეუბნება, ჭამე და სვიო, მაგრამ გულით არ გეუბნება ამას.+  შეჭმულ ლუკმას ამოარწყევ და ტყუილად დახარჯავ ტკბილ სიტყვებს.+  სულელს ნურაფერს ეტყვი,+ რადგან მაინც არაფრად ჩააგდებს შენს გონივრულ სიტყვებს.+ 10  ნუ გადასწევ დიდი ხნის წინათ დადგენილ მიჯნას+ და უმამო ბავშვის ყანაში ნუ შეხვალ,+ 11  რადგან ძლიერია მისი გამომსყიდველი*; ის თავად გამოესარჩლება მას შენ წინაშე.+ 12  შენი გული აღზრდას* დაუმორჩილე, ყური კი ბრძნულ სიტყვებს მიაპყარი.+ 13  ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას*;+ ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება. 14  ჯოხით სცემე, რომ სამარიდან* იხსნა იგი*.+ 15  შვილო, თუ გული დაგიბრძენდა,+ ჩემი გულიც გაიხარებს.+ 16  ჩემი თირკმელები გამხიარულდება, როცა შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებს.+ 17  შენს გულს ცოდვილების ნუ შეშურდება;+ იეჰოვასი გეშინოდეს დღედაღამ.+ 18  მაშინ გექნება მომავალი+ და შენი იმედი არ მოისპობა.+ 19  ისმინე, შვილო, და დაბრძენდი, სწორ გზაზე წარმართე შენი გული.+ 20  ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს+ და ვინც ხორცით ვერ ძღება;+ 21  რადგან ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება+ და თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.+ 22  უსმინე შენს მშობელ მამას+ და ნუ მოიძულებ დედაშენს სიბერის გამო.+ 23  იყიდე ჭეშმარიტება+ და ნუ გაყიდი მას; იყიდე სიბრძნე, დარიგება და გაგების უნარი.+ 24  მართლის მამა იმხიარულებს,+ ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.+ 25  შენი დედ-მამა გაიხარებს, იმხიარულებს შენი მშობელი დედა.+ 26  შვილო, მე მომეცი შენი გული და შენი თვალებისთვის სასურველი იყოს ჩემი გზები.+ 27  მეძავი ღრმა ორმოა,+ უცხო ქალი კი — ვიწრო ჭა. 28  ის ყაჩაღივითაა ჩასაფრებული+ და კაცთა შორის ორგულებს ამრავლებს.+ 29  ვინ ოხრავს? ვინ არის მოუსვენრად?+ ვინ დავობს? ვინ წუხს? უმიზეზოდ ვის აქვს ჭრილობები? ვის აქვს ამღვრეული თვალები? 30  მას, ვინც გვიანობამდე უზის ღვინოს,+ ვინც შეზავებული ღვინის საძებნელად დადის.+ 31  ნუ უყურებ სიწითლეს ღვინისას, სასმისში რომ ელვარებს, ყელში რომ მირაკრაკებს. 32  ბოლოს გველივით კბენს+ და გველგესლასავით გესლავს.+ 33  შენს თვალებს უცნაურობები მოელანდება და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს.+ 34  ისე იქნები, თითქოს შუაგულ ზღვაში იყო ან ანძის წვერზე იწვე.+ 35  იტყვი: „მცემდნენ და არ მტკიოდა. მირტყამდნენ და ვერაფერს ვგრძნობდი. როდის გამეღვიძება,+ რომ ისევ სასმელს დავუწყო ძებნა?“+

სქოლიოები

ანუ გაგების უნარს.
იგულისხმება ღმერთი.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 1:12-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.