იგავები 26:1—28
26 როგორც ზაფხულისთვის თოვლი და მკისთვის წვიმაა შეუფერებელი,+ ასევეა სულელისთვის დიდება.+
2 როგორც ჩიტი არ აფრინდება და მერცხალი არ იფრენს ტყუილუბრალოდ, ისე კაცს წყევლა არ დაატყდება თავს უმიზეზოდ.+
3 მათრახი ცხენისთვის არის,+ ლაგამი+ — ვირისთვის, ჯოხი კი — სულელთა ზურგისთვის.+
4 სულელს მისი უგუნურებისამებრ ნუ უპასუხებ, შენც მისნაირი რომ არ გახდე.+
5 სულელს მისი უგუნურებისამებრ უპასუხე, რომ თავი ბრძენი არ ეგონოს.+
6 ფეხს ისახიჩრებს და ძალადობას სვამს ის, ვინც სულელს საქმეს შეატოვებს ხელში.+
7 თუ კოჭლი შეძლებს წყლის ამოტანას, მაშინ სულელიც შეძლებს იგავებით ლაპარაკს.+
8 რაღა ქვების გროვაში ქვის დამმალავი და რაღა სულელის განმადიდებელი.+
9 რაღა ეკლიანი სარეველა ლოთის ხელში და რაღა იგავი სულელის პირში.+
10 რაღა მშვილდოსანი, ყველაფერს რომ ესვრის, და რაღა სულელის+ ან გამვლელის დამქირავებელი.
11 როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, სულელიც ასევე იმეორებს უგუნურებას.+
12 გინახავს კაცი, თავი ბრძენი რომ ჰგონია?+ სულელისთვის უფრო არსებობს გამოსწორების იმედი,+ ვიდრე მისთვის.
13 ზარმაცი ამბობს: გზაზე ლომის ბოკვერია, მოედანზე ლომიაო.+
14 კარი ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი კი — თავის ტახტზე.+
15 ზარმაცი თასში ყოფს ხელს, მაგრამ პირთან მიტანის თავიც კი არა აქვს.+
16 ზარმაცი უფრო ბრძენია საკუთარ თვალში,+ ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
17 რაღა კაცი, რომელსაც ძაღლი ყურებით უჭირავს, და რაღა გამვლელი, სხვისი კამათის გამო რომ რისხდება და მასში ერევა.+
18 რაღა შეშლილი კაცი, ცეცხლმოკიდებულ იარაღსა და მომაკვდინებელ ისრებს რომ ისვრის,+
19 და რაღა კაცი, მოძმეს რომ ატყუებს და ეუბნება, გაგეხუმრეო.+
20 შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ცილისმწამებლის გარეშე შუღლი დაცხრება.+
21 რაღა ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვის და რაღა შარიანი კაცი დავის+ გასაჩაღებლად.
22 ცილისმწამებლის სიტყვებს ხარბად ყლაპავენ, მუცლის სიღრმემდე ჩადიან ისინი.+
23 რაღა ვერცხლით მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხი და რაღა მგზნებარე ბაგეები და ბოროტი გული.+
24 მოძულე კაცი თავისი ბაგეებით თავს ინიღბავს, გულში კი მზაკვრობას მალავს;+
25 ხმას კი ინაზებს,+ მაგრამ ნუ ენდობი,+ რადგან შვიდი სისაძაგლე აქვს+ გულში.
26 სიძულვილს სიცრუით ფარავს; მისი ბოროტი საქმეები კრებულში გამჟღავნდება.+
27 ვინც სხვას ორმოს უთხრის, თავადვე ჩავარდება შიგ,+ და ვინც ქვას გადააგორებს, მასვე დაუბრუნდება.+
28 ცრუ ენას სძულს მისით დაჩაგრულნი;+ პირფერი ბაგეები დამამხობელია.+