იგავები 27:1—27
27 ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით,+ რადგან არ იცი, რას მოგიტანს ის.+
2 სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ — და არა შენმა ბაგემ.+
3 მძიმეა ქვა და დიდი წონა აქვს ქვიშას,+ მაგრამ სულელისგან გაღიზიანება ორივეზე მძიმეა.+
4 არის სასტიკი რისხვა და ბრაზი,+ რომელიც ნიაღვარს ჰგავს, მაგრამ შურს ვინ გაუძლებს?+
5 დაფარულ სიყვარულს აშკარა შეგონება სჯობია.+
6 მოყვარულისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია,+ მოძულისგან კი კოცნაც სახვეწარია.+
7 მაძღარი სული ფიჭიან თაფლს გათელავს, მშიერი სულისთვის კი მწარეც ტკბილია.+
8 თავისი საცხოვრებელი ადგილიდან გაქცეული კაცი+ ბუდიდან აფრენილი ჩიტივითაა.+
9 როგორც ზეთი და საკმეველი+ ახალისებს გულს, ისე ახალისებს კაცს გულითადი რჩევის მომცემი ტკბილი მეგობარი.+
10 ნურც შენს მეგობარს მიატოვებ და ნურც მამაშენის მეგობარს. როცა გაგიჭირდება, შენი ძმის სახლში ნუ შეხვალ; ახლო მეზობელი შორს მცხოვრებ ძმას სჯობია.+
11 შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე,+ რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს.+
12 წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება,+ გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს.+
13 აიღე იმის სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგა;+ თუ კაცმა უცხო ქალთან დაიჭირა საქმე, გირაო გამოართვი.+
14 თუ კაცი დილით ადრე ხმამაღლა ლოცავს თავის მოძმეს, ეს წყევლაში ჩაეთვლება მას.+
15 რაღა წვიმიან დღეს მჟონავი სახურავი, კაცს შინ რომ არ დააყენებს, და რაღა ანჩხლი ცოლი.+
16 ვინც მას შეიფარებს, ქარს შეიფარებს და ზეთს დაიჭერს მარჯვენა ხელით.
17 რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს.+
18 ვინც ლეღვის ხეს უფრთხილდება, მის ნაყოფს შეჭამს;+ ვინც თავის ბატონს იცავს, პატივდებული იქნება.+
19 როგორც წყალი ირეკლავს სახეს, ასევე ირეკლავს კაცის გული კაცის გულს.
20 სამარე და ხრწნის ადგილი+ გაუმაძღარია;+ ვერც ადამიანის თვალი ძღება.+
21 სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა,+ ქურა — ოქროსთვის,+ ქება კი — ადამიანის გამოსაცდელად.+
22 უგუნური ქვასანაყით მაგრადაც რომ ნაყო ბურღულთან ერთად, უგუნურება მაინც არ მოსცილდება.+
23 კარგად უნდა იცოდე, როგორია შენი ფარა. გული დაუდე შენს ფარას,+
24 რადგან სიმდიდრე არ არის მარადიული+ და გვირგვინი თაობიდან თაობაში არ გადადის.
25 მწვანე ბალახი გახმა და ახალი ამოვიდა; მთის მცენარეულობა მოაგროვეს.+
26 ბატკნები ტანსაცმლისთვის გყავს,+ ვაცები კი — მინდვრის საფასურია.
27 საკმარისად გაქვს თხის რძე საზრდოდ, შენი სახლეულობის გამოსაკვებად, და შენი მოახლეების რჩენა შეგიძლია.+