იგავები 29:1—27
29 კაცი, რომელსაც შეაგონებენ,+ მაგრამ მაინც ჯიუტობს,+ უეცრად დაეცემა და ვეღარ განიკურნება.+
2 როცა მართლები მრავლდებიან, ხალხი ხარობს;+ როცა ბოროტები მმართველობენ, ხალხი ოხრავს.+
3 სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს;+ მეძავების მეგობარი კი ანადგურებს ყველაფერს, რაც ძვირფასია.+
4 მეფის სამართლიანობით ფეხზე იდგება ქვეყანა,+ მექრთამე კაცი კი დაანგრევს მას.+
5 კაცი, რომელიც თავის მოძმეს ეპირფერება,+ ფეხებთან ბადეს უშლის მას.+
6 ბოროტი კაცის მიერ ჩადენილი ცოდვა ხაფანგია;+ მართალი სიხარულით ყიჟინებს და მხიარულობს.+
7 მართალმა იცის ღარიბთა საჩივარი,+ ბოროტს კი არც უნდა რომ იცოდეს.+
8 მკვეხარა ხალხის ლაპარაკი ქალაქს აფორიაქებს,+ ბრძენი კი რისხვას აცხრობს.+
9 ბრძენს, რომელიც უგუნურს სასამართლოში ედავება, მოსვენება არა აქვს, რადგან უგუნური ბობოქრობს და დასცინის მას.+
10 უმწიკვლოები სისხლმოწყურებულებს სძულთ,+ მართლები კი თითოეული მათგანის სულს ეძებენ.+
11 სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს.+
12 როცა მმართველი ყურს უგდებს სიცრუეს, ყველა მისი მსახური ბოროტი იქნება.+
13 ღარიბი და მჩაგვრელი ერთმანეთს შეხვდნენ;+ ორივეს იეჰოვა უნათებს თვალს.+
14 თუ მეფე საწყალ ხალხს სიმართლით განსჯის,+ მისი ტახტი სამარადისოდ განმტკიცდება.+
15 ჯოხი და შეგონება სიბრძნეს იძლევა,+ მაგრამ თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია.+
16 როცა ბოროტები მრავლდებიან, ცოდვაც მრავლდება, მაგრამ მართლები მათ დაცემას დაინახავენ.+
17 დასაჯე შვილი და შვებას მოგგვრის, შენს სულს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.+
18 ხილვის გარეშე ხალხი უმართავი ხდება;+ ბედნიერნი არიან კანონის დამცველნი.+
19 მსახურს სიტყვით ვერ გამოასწორებ,+ რადგან ესმის, მაგრამ არ გიჯერებს.+
20 გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი?+ სულელისთვის უფრო არსებობს გამოსწორების იმედი, ვიდრე მისთვის.+
21 თუ მსახურს სიყმაწვილიდან ანებივრებ, მოგვიანებით შენი უმადური იქნება.
22 ვინც ადვილად რისხდება, შუღლს აღვივებს;+ ფიცხი კაცი ბევრს სცოდავს.+
23 ამპარტავნობა ადამიანს დაამდაბლებს,+ თავმდაბალი კაცი კი დიდებას მოიხვეჭს.+
24 ქურდის მეგობარს საკუთარი სული სძულს.+ ესმის, რომ წყევლით ფიცულობენ, მაგრამ არაფერს ამბობს.+
25 ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია,+ იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება.+
26 ბევრი ცდილობს მმართველის სახის ხილვას,+ განაჩენი კი იეჰოვას გამოაქვს კაცისთვის.+
27 უსამართლო კაცი სისაძაგლეა მართლისთვის,+ სიმართლის გზით მავალი კი სისაძაგლეა ბოროტისთვის.+