იგავები 3:1—35

3  შვილო, ჩემს კანონს ნუ დაივიწყებ+ და გულით დაიცავი ჩემი მცნებები,+  რადგან ეს შეგმატებს დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებსა+ და მშვიდობას.+  სიკეთე* და ჭეშმარიტება ნუ მიგატოვებს.+ ყელზე შეიბი ისინი.+ გულის ფიცარზე დაიწერე,+  რათა წყალობა პოვო და სრული გაგების უნარი გქონდეს ღვთისა და ადამიანის თვალში.+  მიენდე იეჰოვას მთელი გულით+ და საკუთარ გონებას* ნუ დაეყრდნობი.+  გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე+ და ის გაგისწორებს სავალს.+  ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში.+ იეჰოვასი გეშინოდეს და ზურგი აქციე ბოროტებას.+  იყოს ის შენი ჭიპის მკურნალი+ და შენი ძვლების მაცოცხლებელი.+  პატივი მიაგე იეჰოვას შენი ქონებიდან+ და შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით.+ 10  მაშინ აივსება შენი ბეღლები+ და შენი საწნახლიდან ღვარად იდინებს ახალი ღვინო.+ 11  შვილო, იეჰოვას დარიგებას* ნუ უგულებელყოფ+ და მის შეგონებას ნუ შეიზიზღებ,+ 12  რადგან იეჰოვა იმას შეაგონებს,+ ვინც უყვარს, როგორც შვილის მოყვარული მამა.+ 13  ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნე+ იპოვა და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა+ შეიძინა, 14  რადგან სიბრძნის შეძენა ვერცხლის შეძენას სჯობია და ოქროზე უკეთესი შენაძენია.+ 15  მარჯანზე ძვირფასია+ და ვერ შეედრება ვერაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებს. 16  მარჯვენა ხელში დღეგრძელობა აქვს,+ მარცხენაში კი — სიმდიდრე და დიდება.+ 17  მისი გზები მშვენიერია და ყველა მისი სავალი მშვიდობიანი.+ 18  სიცოცხლის ხეა+ მათთვის, ვინც ხელს ჩაავლებს მას, და ბედნიერად+ იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას.+ 19  იეჰოვამ სიბრძნით დააფუძნა დედამიწა,+ გამჭრიახობით გაამყარა ცა.+ 20  მისი ცოდნით გაიყო ღრმა წყალი+ და ღრუბლიანი ცა წვეთებად იღვრება.+ 21  შვილო, ნუ მოიშორებ მათ თვალთაგან,+ შეინარჩუნე სიბრძნე* და ჭკუა.+ 22  სიცოცხლე იქნება ეს შენი სულისთვის+ და მშვენება — შენი ყელისთვის.+ 23  მაშინ უსაფრთხოდ+ ივლი შენს გზაზე და ფეხსაც კი არაფერს წამოჰკრავ.+ 24  დაწვები, არაფრის შეგეშინდება,+ ტკბილად დაგეძინება.+ 25  უეცრად მომხდარი საშინელების არ შეგეშინდება,+ არც ქარიშხლისა, რომელიც ბოროტებს დაატყდებათ თავს.+ 26  იეჰოვა იქნება შენი იმედი,+ ის დაიცავს შენს ფეხს მახისგან.+ 27  ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს,+ როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს.+ 28  ნუ ეტყვი შენს მოძმეს, წადი, ხვალ მოდი და მაშინ მოგცემო, როცა თან გაქვს მისაცემი.+ 29  ცუდს ნუ განიზრახავ+ შენი მოძმის წინააღმდეგ, რომელიც უსაფრთხოდ ცხოვრობს შენთან.+ 30  უმიზეზოდ ნურავის შეედავები,+ თუ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია შენთვის.+ 31  მოძალადე კაცის ნუ შეგშურდება,+ ნურც ერთ მის გზას ნუ აირჩევ,+ 32  ვინაიდან სისაძაგლეა იეჰოვასთვის+ მზაკვარი+ ადამიანი, მართლებთან კი ახლოს არის ღმერთი.+ 33  ბოროტეულთა სახლი დაწყევლილია იეჰოვასგან,+ მართალთა საცხოვრებელი კი — კურთხეული.+ 34  დამცინავებს+ დასცინებს,+ თვინიერებს კი წყალობას უყოფს.+ 35  ბრძენნი პატივში იქნებიან,+ სულელნი კი იმით ამაყობენ, რასაც სირცხვილი მოაქვს.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ანუ გაგების უნარს.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
ანუ პრაქტიკული სიბრძნე.