იგავები 30:1—33

30  იაკეს ძის, აგურის, სიტყვები, მნიშვნელოვანი ცნობა.+ ვაჟკაცის ნათქვამი ითიელს, ითიელსა და უქალს.  მე ყველაზე უგუნური ვარ+ და არა მაქვს ადამიანისთვის ჩვეული გაგების უნარი;+  არ მისწავლია სიბრძნე+ და ჩემთვის უცნობია ცოდნა, რომელსაც უწმინდესი ფლობს.+  ვინ ასულა ცაში, რომ ჩამოვიდეს?+ ვის შეუგროვებია ქარი+ პეშვით? ვის გაუხვევია მოსასხამში წყალი?+ ვის აღუმართავს დედამიწის კიდეები?+ თუ იცი, რა ჰქვია+ მას და რა არის მისი ძის სახელი?+  ღვთის ყოველი სიტყვა წმინდაა.+ იგი ფარია მათთვის, ვინც მასთან ეძებს თავშესაფარს.+  ნურაფერს დაუმატებ მის სიტყვებს,+ რომ არ გამხილოს და მატყუარა არ გამოხვიდე.+  ორ რამეს გთხოვ,+ უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდებოდე:+  სიცრუე და ტყუილი განმაშორე,+ ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ.+ მომეცი ჩემი სამყოფი საჭმელი,+  რათა გამძღარმა არ უარგყო+ და არ ვთქვა: „ვინ არის იეჰოვა?“+ ანდა გაღარიბებულმა არ მოვიპარო და ჩემი ღვთის სახელი არ შეურაცხვყო.+ 10  ცილს ნუ დასწამებ მსახურს ბატონთან,+ რათა არ დაგწყევლოს მან და დამნაშავე არ გამოხვიდე.+ 11  არის თაობა, რომელიც მამასაც კი წყევლის და დედასაც კი არ ლოცავს.+ 12  არის თაობა, რომელიც საკუთარ თვალში სუფთაა,+ მაგრამ თავისი განავალი არ ჩამოურეცხავს.+ 13  არის თაობა, რომელსაც... ო, რა მედიდური თვალები აქვს! მათი მბრწყინავი თვალები ამაყად იმზირებიან.+ 14  არის თაობა, რომელსაც კბილები მახვილებივით აქვს და ყბები დასაკლავი დანებივით,+ რომ გადაჭამონ დაჩაგრულები დედამიწაზე და ღარიბები ადამიანთა შორის.+ 15  წურბელებს ორი ქალიშვილი ჰყავთ, რომლებიც ყვირიან: „მომეცი! მომეცი!“ სამი რამ არის დაუკმაყოფილებელი, ოთხი რამ, რაც არ ამბობს: „კმარა!“ 16  სამარე+ და დახშული საშვილოსნო,+ მიწა, რომელიც წყლით ვერ ძღება,+ და ცეცხლი,+ რომელიც არ ამბობს: „კმარა!“+ 17  თვალს, რომელიც მამას დასცინის და დედისადმი მორჩილებას არაფრად აგდებს,+ ხევის ყორნები ამოკორტნიან და არწივის მართვეები შეჭამენ. 18  სამი რამ მაოცებს, ოთხი რამ ვერ გამიგია: 19  არწივის გზა ცაში, გველის გზა კლდეზე, გემის გზა შუაგულ ზღვაში+ და მამაკაცის გზა ქალიშვილამდე.+ 20  მრუში ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო.+ 21  სამი რამ აფორიაქებს დედამიწას, ოთხი რამ ვერ აუტანია: 22  გამეფებული მონა,+ საჭმლით გამძღარი უგუნური,+ 23  საძულველი ქალი, რომელიც ცოლად მოჰყავთ,+ და მოახლე, რომელიც თავის ქალბატონს აძევებს.+ 24  დედამიწაზე ოთხი რამ არის ყველაზე პატარა, მაგრამ ინსტინქტურად ბრძენი:+ 25  ჭიანჭველები ღონიერი ხალხი არ არიან,+ მაგრამ ზაფხულობით იმარაგებენ საზრდოს;+ 26  დამანები+ ძლიერი ხალხი არ არიან, მაგრამ კლდეზე იშენებენ სახლებს;+ 27  კალიებს+ მეფე არა ჰყავთ, მაგრამ ჯგუფ-ჯგუფად გამოდიან;+ 28  ხვლიკი*+ ებღაუჭება ყველაფერს და მეფის დიდებულ სასახლეში აღწევს. 29  სამნი თამამად დააბიჯებენ, ოთხნი თამამად დადიან: 30  ლომი, უძლიერესი ცხოველთა შორის, რომელიც უკან არ იხევს არავის წინაშე;+ 31  მწევარი, ვაცი და მეფე თავის ჯარისკაცთა რაზმით.+ 32  თუ უგუნურად მოიქეცი და თავი აიმაღლე,+ ან თუ ამაზე იფიქრე, მაშინ პირზე ხელი მიიფარე.+ 33  რძის ნჯღრევით კარაქი გამოდის, ცხვირის ჭყლეტით სისხლი გამოდის, რისხვის ჭყლეტით კი — ჩხუბი.+

სქოლიოები

ანუ გეკონი.