იგავები 31:1—31

31  მეფე ლემუელის სიტყვები, მნიშვნელოვანი ცნობა,+ დედამისის შეგონება:+  რას გეუბნები, ჩემო შვილო? რას გეუბნები, ჩემი მუცლის ნაყოფო?+ რას გეუბნები, ჩემი აღთქმის ძეო?+  ქალებს ნუ შეალევ შენს ძალ-ღონეს,+ ნურც შენს გზას შეალევ იმას, რაც ღუპავს მეფეებს.+  არ შეჰფერით მეფეებს, ლემუელ, არ შეჰფერით მეფეებს ღვინის სმა; არც უმაღლეს მოხელეებს შეჰფერით, იკითხონ, სად არის მათრობელი სასმელიო?+  რომ არ დალიონ და არ დაივიწყონ, რაც დადგენილია, და არ დაამახინჯონ გაჭირვებულთა საქმე.+  მიეცით მათრობელი სასმელი მას, ვისაც სიკვდილი ელის,+ ღვინო კი მას, ვინც სულგამწარებულია.+  დალიოს კაცმა და დაივიწყოს თავისი სიღარიბე, ნუღარ გაიხსენებს თავის გასაჭირს.  ლაპარაკის უნარმოკლებულის სასარგებლოდ გახსენი პირი,+ სიკვდილის პირას მყოფთ გამოესარჩლე.+  გახსენი ბაგე, სიმართლით განსაჯე და საწყლისა და ღარიბის საქმე განიხილე.+ א [ალეფ] 10  ვინ იპოვის მარჯვე ცოლს?+ მარჯანზე ბევრად ძვირფასია იგი. ב [ბეთ] 11  მასზეა მინდობილი მისი ქმრის* გული; არ აკლდება შემოსავალი.+ ג [გიმელ] 12  ასეთი ცოლი მთელი თავისი სიცოცხლე ყოველივე კარგით აჯილდოებს მას და არა ცუდით.+ ד [დელეთ] 13  ეძებს შალსა და სელს და ყველა საქმეს სიხარულით კიდებს ხელს.+ ה [ჰე ] 14  სავაჭრო ხომალდების+ მსგავსად შორიდან მოაქვს საკვები. ו [ვავ] 15  ჯერ კიდევ ღამიანად დგება+ და ოჯახს საკვებს აძლევს, მოახლეებს კი — მათთვის განკუთვნილ წილს.+ ז [ზაინ] 16  ამოწმებს მინდორს და ყიდულობს;+ იმით, რაც თავისი ხელით მოუპოვებია, აშენებს ვენახს.+ ח [ხეთ] 17  წელზე ძალა აქვს შემოსარტყლული და მკლავები — გამაგრებული.+ ט [ტეთ] 18  გრძნობს, რომ კარგია მისი ნავაჭრი; მისი ლამპარი არ ქრება ღამით.+ י [ჲოდ] 19  ჯარასკენ იწვდის ხელს და ხელში თითისტარი უჭირავს.+ כ [ქაფ] 20  ხელი გაშლილი აქვს დაჩაგრულისთვის და ღარიბს ხელს უწვდის.+ ל [ლამედ] 21  თოვლის დროს თავისი ოჯახის გამო არ შიშობს, რადგან მთელ მის ოჯახს ორმაგი ტანსაცმელი აცვია.+ מ [მემ] 22  ფარდაგებს+ ქსოვს თავისთვის. მისი ტანსაცმელი სელისა და მოშინდისფრო შალისგანაა დამზადებული.+ נ [ნუნ] 23  მისი ქმარი+ ცნობილია კარიბჭეებთან,+ რადგან ქვეყნის უხუცესებთან ერთად ზის. ס [სამეხ] 24  ის ტანსაცმელსაც ამზადებს+ და ყიდის, ქამრებს აძლევს ვაჭრებს. ע [აინ] 25  ძალა და სიდიადეა მისი სამოსი+ და სიცილით ეგებება მომავალს.+ פ [ფე] 26  სიბრძნით ხსნის ბაგეს+ და სიკეთის* კანონია მის ენაზე.+ צ [ცადე] 27  თვალყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და სიზარმაცის პურს არ ჭამს.+ ק [კოფ] 28  დგებიან მისი ვაჟები და ბედნიერს უწოდებენ მას,+ დგება მისი ქმარი და აქებს მას:+ ר [რეშ] 29  „მრავალმა ასულმა+ გამოიჩინა სიმარჯვე, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე“.+ ש [შინ] 30  მომხიბვლელობა შეიძლება მატყუარა+ იყოს, სილამაზე — ამაო,+ იეჰოვას მოშიში ქალი კი ქებას იმსახურებს.+ ת [თავ] 31  მიეცით მას თავისი ხელის ნაყოფი+ და მისმა საქმეებმა განადიდონ იგი კარიბჭეებთან.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — პატრონის.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.