იგავები 4:1—27

4  ისმინეთ, შვილებო, მამის დარიგება*+ და ყურად იღეთ, რათა გაგების უნარი+ შეიძინოთ.  კარგ დარიგებას მოგცემთ.+ ჩემს კანონს ნუ უგულებელყოფთ.+  მამაჩემისთვის ჭეშმარიტი ძე ვიყავი,+ დედაჩემს კი სათუთი და ერთადერთი შვილივით ვყავდი.+  მარიგებდა+ მამაჩემი და მეუბნებოდა: „გულში+ ღრმად ჩაიბეჭდე ჩემი სიტყვები.+ დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლე.+  შეიძინე სიბრძნე,+ შეიძინე გაგების უნარი.+ არ დაივიწყო ჩემი ნათქვამი სიტყვები და არ გადაუხვიო მათ.+  ნუ მიატოვებ და ის* დაგიცავს; გიყვარდეს და დაგიფარავს.  სიბრძნე უმთავრესია.+ შეიძინე სიბრძნე და მასთან ერთად გაგების უნარიც.+  დააფასე ის და აგამაღლებს.+ თუ ჩაეჭიდები, განგადიდებს.+  თავზე მშვენიერ გვირგვინს დაგადგამს,+ ლამაზ დიადემას გიბოძებს“.+ 10  ისმინე, შვილო, მიიღე ჩემი სიტყვები+ და გაგიმრავლდება სიცოცხლის წლები.+ 11  გასწავლი სიბრძნის გზას.+ გატარებ სიმართლის ბილიკებით.+ 12  სიარულისას ნაბიჯი არ დაგიბრკოლდება.+ თუ გაიქცევი, არ წაბორძიკდები.+ 13  ჩაეჭიდე დარიგებას*+ და ნუ მიატოვებ.+ დაიცავი, რადგან ის შენი სიცოცხლეა.+ 14  უღმერთოთა ბილიკს ნუ დაადგები+ და ბოროტთა გზისკენ ნუ წახვალ.+ 15  მოერიდე,+ ნუ გაივლი მასზე,+ გვერდი აუარე და გაეცალე.+ 16  ისე არ დაიძინებენ, ბოროტება რომ არ ჩაიდინონ,+ და ძილი გაუკრთებათ, ვინმე რომ არ დააბრკოლონ.+ 17  ბოროტებით მოპოვებულ პურს ჭამენ+ და ძალადობით მოპოვებულ ღვინოს სვამენ.+ 18  მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე.+ 19  ბოროტთა გზა წყვდიადივითაა,+ არ იციან, რას წამოჰკრავენ ფეხს.+ 20  შვილო, ყურად იღე ჩემი სიტყვები,+ ყური მიაპყარი ჩემს ნათქვამს.+ 21  თვალს ნუ მოაშორებ,+ გულში ღრმად ჩაიმარხე,+ 22  ვინაიდან ეს სიცოცხლეა მის მპოვნელთათვის+ და ჯანმრთელობა მათი სხეულისთვის.+ 23  ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი,+ რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.+ 24  მოეშვი უკუღმართ ლაპარაკს+ და ბაგეებიდან მზაკვრობა მოიშორე.+ 25  შენი თვალები წინ იყურებოდეს,+ შენი მბრწყინავი თვალები პირდაპირ იცქირებოდეს.+ 26  მოასწორე შენი სავალი+ და განმტკიცდეს შენი გზები.+ 27  ნურც მარჯვნივ გადაუხვევ და ნურც მარცხნივ.+ ფეხი მოარიდე ბოროტებას.+

სქოლიოები

იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
ანუ სიბრძნე.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.