იგავები 7:1—27
7 შვილო, დაიცავი ჩემი სიტყვები,+ განძივით ინახავდე ჩემს მცნებებს.+
2 დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლე,+ თვალისჩინივით+ დაიცავი ჩემი კანონი.
3 თითებზე შეიბი ისინი+ და გულის ფიცარზე დაიწერე.+
4 სიბრძნეს უთხარი,+ ჩემი და ხარ-თქო, გაგების უნარს ნათესავი უწოდე,
5 რომ დაგიცვას უზნეო ქალისგან,+ ტკბილმოუბარი უცხო ქალისგან.+
6 ჩემი სახლის სარკმლიდან, ცხაურიდან+ გავიხედე,
7 გამოუცდელები რომ დამენახა.+ ახალგაზრდა კაცებს შორის შევნიშნე ერთი უგუნური*,+
8 ქუჩაში მიმავალი, ქუჩის კუთხესთან, მისი სახლისკენ რომ მიაბიჯებდა+
9 საღამოს ბინდში,+ ღამის წყვდიადის მოახლოებისას.
10 და აი, შეეგება მას ქალი ცბიერი გულით, მეძავის ტანსაცმელში+ გამოწყობილი,
11 ენაგატლეკილი და ჯიუტი,+ ფეხი რომ არ უჩერდება შინ.+
12 ხან ქუჩაშია, ხან მოედნებზე,+ ხან ქუჩის კუთხეებთან არის ჩასაფრებული.+
13 ხელი წაავლო მას, აკოცა,+ ურცხვად შეხედა და უთხრა:
14 „მშვიდობის მსხვერპლი* მქონდა შესაწირი+ და დღეს შევასრულე ჩემი აღთქმები.+
15 ამიტომაც გამოვედი შენ შესაგებებლად, შენი სახის საძებნელად, შენ საპოვნელად.
16 ტახტზე ეგვიპტური სელის ჭრელი გადასაფარებლები მაქვს დაფენილი.+
17 საწოლზე სმირნა, ალოე და დარიჩინი+ დავაფრქვიე.
18 მოდი, სიყვარულით დავთვრეთ დილამდე, ალერსით დავტკბეთ.+
19 ქმარი სახლში არ არის, შორ გზაზეა წასული.+
20 ქისა თან წაიღო. სავსემთვარობისას დაბრუნდება შინ“.
21 აცდუნა დამაჯერებელი ლაპარაკით.+ ტკბილმოუბარი ბაგეებით შეაცდინა.+
22 ისიც მაშინვე გაჰყვა მას,+ როგორც დასაკლავი ხარი, როგორც ბორკილდადებული კაცი, უგუნურების გამო რომ ისჯება*.
23 მიჰყვება მას, სანამ ისარი არ გაუგლეჯს ღვიძლს,+ ჩიტივით, კაკანათისკენ რომ ისწრაფვის+ და არ იცის, რომ ასე სულს დაიღუპავს.+
24 ახლა მისმინეთ, შვილებო, და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი სიტყვები.+
25 ნუ მიბრუნდება შენი გული მისი გზებისკენ, ნუ იხეტიალებ მის ბილიკებზე,+
26 ვინაიდან ბევრი დაცემულა მისგან მოკლული+ და მრავალი დაუხოცავს მას.+
27 მისი სახლი სამარისკენ მიმავალი გზაა,+ სიკვდილის ბნელ ოთახებში ჩამავალი.+